"ვარდების რევოლუციის" გამეორებაც კი არ მინდა, რადგან ამან თავი ამოწურა. "ვარდების რევოლუციას" არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა მოჰყვა, მაგრამ ბევრი ცუდიც მოხდა"
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერიკ უალიმ განაცხადა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა.
ყაზახეთში შექმნილ ვითარებას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს:
- თქვენ ახსენეთ, თავდაპირველად საქართველოშიც ოპოზიციის ნაწილის როგორი ყიჟინა მოჰყვა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს...
- როგორც მახსოვს, 2005 წელს ყირგიზეთში მოხდა რევოლუცია, რომელიც თითქოს იმ ფერადი რევოლუციების გაგრძელება იყო, რაც ჩვენთანაც მოხდა, არადა, რეალურად ამას დემოკრატიულ ცვლილებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო სოციალური ამბოხი, რომელიც გადაიზარდა ძალადობასა და მარაზმში. მსგავსი ე.წ. რევოლუცია მერეც ბევრი მოხდა ყირგიზეთში, თუმცა არაფერი გაუმჯობესებულა. როდესაც მსგავსი რაღაც ხდება ყაზახეთში, როგორ ფიქრობთ, რას უფრო დაემსგავსება ეს პროცესები - ყირგიზულ ამბოხს თუ ქართულ "ვარდების რევოლუციას"? რა თქმა უნდა, ყირგიზულს. ეს ერთი სივრცეა, მეზობლები არიან და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, როცა კი სადმე პროტესტი და ამბოხის მცდელობაა, რატომღაც ელის, რომ იქ აუცილებლად დემოკრატიული რევოლუცია მოხდება და თანაც იგივე საქართველოშიც აუცილებლად უნდა განმეორდეს, არადა, ყაზახეთი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა. რაც იქ ხდება, ჩვენთან რატომ უნდა განმეორდეს?
- ბოლო ხანს ჩვენთანაც არაერთი მცდელობა იყო პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით...
- ქვეყნის განვითარება თუ გვინდა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნებით... სიმართლე გითხრათ, "ვარდების რევოლუციის" გამეორებაც კი არ მინდა, რადგან ამან თავი ამოწურა. "ვარდების რევოლუციას" არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა მოჰყვა, მაგრამ ბევრი ცუდიც მოხდა... მოკლედ, არ ვარ პროცესების რევოლუციური განვითარების მომხრე, მიუხედავად იმისა, რომ არც მე ამომდის მზე და მთვარე ამ ხელისუფლებაზე. მით უფრო არ მინდა, რომ მოხდეს ის, რაც ყაზახეთში მოხდა: დაიხოცონ ადამიანები, გადაიწვას შენობები, დაიწყოს სახელმწიფო დაწესებულებების შტურმი, მერე - სამოქალაქო ომი და საბოლოოდ შემოვიდეს რუსეთი. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება ოპოზიცია გადაერთოს არჩევნებისთვის სერიოზულ სამზადისზე, თან საკუთარი შეცდომების გაანალიზება სცადოს, რათა იგივე არ გაიმეოროს.
გარდა ამისა, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებაც გაიზარდა, მომწიფდა. ეს ბევრ რამეში იგრძნობა. ჩვენი ხალხი ასე იოლად აღარ იჯერებს ლოზუნგებს, პოლიტიკოსების მიმართ უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი და გახდა მომთხოვნი. თუ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნების დღეს შინ რჩება, ეს პოლიტიკური სპექტრის ბრალია, თანაც ეს ხელს აძლევს ხელისუფლებას - რაც მეტი მოქალაქე დარჩება სახლში, მით უფრო ადვილად გაიმარჯვებს ის ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. ხალხი არჩევნებზე ოპოზიციამ უნდა მოიყვანოს და თუ ვერ მოჰყავს, ეს მისი ბრალია. ეს უნდა გაითვალისწინონ და მხოლოდ გაყალბებას არ უნდა აბრალებდნენ ყველაფერს... გაყალბება შეიძლება ხდება, მაგრამ რამდენი პროცენტით? ალბათ, 5%-ით... ხალხი ისე რომ მოიყვანონ არჩევნებზე, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა 2012 წელს, ხელისუფლებამ რაც უნდა მოინდომოს გაყალბება, გამარჯვების შანსი მაინც არ ექნება... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად