"ჩვენი სიყრმის მეგობარმაც, დაამთავრა ზღაპარი... იქ თეატრი არის?" - პაატა გულიაშვილმა ნიკა ქაცარიძეს ლექსი მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"ჩვენი სიყრმის მეგობარმაც, დაამთავრა ზღაპარი... იქ თეატრი არის?" - პაატა გულიაშვილმა ნიკა ქაცარიძეს ლექსი მიუძღვნა

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა მის გარდაცვლილ კოლეგასა და მეგობარს - ნიკა ქაცარიძეს ლექსი მიუძღვნა, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

"ნიკუშა ქაცარიძეს...

ჩამოშვებულ სევდის ფარდას, ტკივილებით გადაღლილს,

რამდენ რამეს გაუძლო და რამდენისთვის მზად არის,

უცნაური სიჩუმეა გარინდულა დარბაზი, ამდენ სულებს შეემატა უცნაური ამბავიც.

გაბევრდება იქ, იმ ქვეყნად, იმ თეატრის ამქარი,

ჩვენი სიყრმის მეგობარმაც, დაამთავრა ზღაპარი...

სპექტაკლიდან სპექტაკლამდე დროა გარდამავალი,უცნაურად წახვედი და დაგვაჯერე ნათქვამი...

იქ თეატრი არის?? ალბათ... ანდა სულაც არ არის..."

პ.გულიაშვილი

ნიკა ქაცარიძეს, რამდენიმე დღის წინ პოსტი მიუძღვნა რობერტ სტურუამაც:

"დ ი დ ი ა დ ა მ ი ა ნ ი, უნიჭიერესი მსახიობი, რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს თ ე ა ტ რ ი ს ე რ თ გ უ ლ ი, სპეტაკი კაცი,

წ ა ვ ი დ ა, მიგვატოვა“

ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს, ნ ი კ ა, არ დაგივიწყებ სანამ აქ ვარ, მერე კი…

იქნებ გავიხარებთ, იქნებ იქაც თეატრი გვიცდის, რა იცი.

შენი რ.ს.”

შეგახსენებთ, რომ ნიკა ქაცარიძე 5 იანვარს, 43 წლის ასაკში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

იგი 2005 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო და გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი როლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში: "შო­ბის მე­თორ­მე­ტე ღამე, ანუ რო­გორც გე­ნე­ბოთ“, "და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი“, "ჯა­რის­კა­ცი, სიყ­ვა­რუ­ლი, დაც­ვის ბიჭი და… პრე­ზი­დენ­ტი“, "სა­ლა­მუ­რა“, "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი“ და სხვა. ასევე, ტელესერიალებში "შუა ქალაქში", "ჩემი ცოლის დაქალები".