"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად ეკ­ლე­სი­ა­ში არ მოვ­სულ­ვარ…" - პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს - კვირის პალიტრა

"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად ეკ­ლე­სი­ა­ში არ მოვ­სულ­ვარ…" - პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

პეტ­რე კოლ­ხი Facebook-ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც ამ­ჯე­რად ყოფილ პრე­მი­ერს - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

"ღია წე­რი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს!

შობა - ახალ წელს გი­ლო­ცავთ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა…

2012 წლი­დან ათი წელი გა­ვი­და… მა­ინც მჯე­რა, რომ კარ­გი გინ­დათ თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ალ­ბათ, ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეთ, ეს იყო… შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ ასე მინ­და მჯე­რო­დეს…ოც­ნე­ბა ისე­თი სი­ტყვაა, ადა­მი­ა­ნი ხში­რა­დაც რომ არ იტყვის, რად­გან ფასი არ და­ე­კარ­გოს და არ გა­ხუნ­დეს… მხო­ლოდ მა­შინ წა­მო­ი­ძა­ხებს, როცა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა და ვინ იცის, იქ­ნებ აუხ­დეს კი­დეც…

დედა მე­ტყო­და ხოლ­მე, ჩემი ოც­ნე­ბაა სა­კუ­თარ თავს და შენს და-ძმას გა­მო­ად­გეო…დედა გარ­დაც­ვლი­ლი მყავს, ამ სი­ტყვამ კი კი­დევ უფრო მეტი დატ­ვირ­თვა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქო­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში…

მე არ ვარ თქვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი, ზო­გა­დად არც ერთი პარ­ტია არ ამირ­ჩე­ვია… ახლა არ ვნა­ნობ, რომ არ აგირ­ჩი­ეთ… მი­თუ­მე­ტეს არ ვნა­ნობ, რად­გან სი­ტყვა ოც­ნე­ბაც ისე­თი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, გა­ძარ­ცვუ­ლი და და­ჩაგ­რუ­ლი გახ­და, დე­და­ჩე­მის უკვე ჩამ­ქრა­ლი თვა­ლე­ბი­დან­ღა მახ­სენ­დე­ბა, რა არის მისი ნამ­დვი­ლი არსი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა…

არ იცით, რო­გო­რი იმე­დი მქონ­და, გული სი­ხა­რუ­ლით მი­ცემ­და… ჩემ­თვის ვამ­ბობ­დი, ამ კაცს ფული მა­ინც აქვს და სა­კუ­თა­რი ფუ­ლით მა­ინც გა­მო­ის­ყი­დის აფხა­ზეთს და სა­მა­ჩაბ­ლოს, მეთ­ქი… მი­ა­მი­ტი ვარ, არა?! ვოც­ნე­ბობ, ალ­ბათ?! ჰოდა, თქვენ გა­მი­ჩი­ნეთ ამის იმე­დი და მეც გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს იყო ჩემი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა… მაგ­რამ ოც­ნე­ბაც გაქ­რა, ოც­ნე­ბაც ჩა­ი­კარ­გა…

ამ ათი წლის მან­ძილ­ზე, მარ­ტო ის მეს­მის, რომ წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო მო­ძა­ლა­დე, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი, დამ­ნა­შა­ვე და ა.შ. მთე­ლი ეს წლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მარ­ტო ამა­ზე ისა­უბ­რა, მარ­ტო ეს "დაგ­ვა­ნა­ხა”, რომ სულ­ზე მოგ­ვის­წა­რით, თო­რემ და­ვი­ღუ­პე­ბო­დით… დიახ, თქვე­ნი პარ­ტი­ის ერ­თა­დერ­თი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ის აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას სძულ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"… თქვენ­ზე გა­მარ­თლდა სი­ტყვე­ბი - "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო”, თო­რემ ამ უნი­ა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სხვა რა უშ­ვე­ლი­და, აქამ­დეც რომ მო­ეღ­წია…

მა­ინც მინ­და მჯე­რო­დეს, რომ თქვენც იმე­დი გა­გიც­რუ­ათ, თქვენ მიერ და­არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რებ­მა, თა­ვი­ან­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და უმოქ­მე­დო­ბით… იმე­დია, არც თქვენ მოგ­წონთ ამ გა­ღა­ტა­კე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პრე­მი­ე­რის­გან იმის მოს­მე­ნა, თუ რო­გო­რი მზარ­დი ეკო­ნო­მი­კა გაგ­ვაჩ­ნია… შე­იძ­ლე­ბა ის სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს… არ გვაქვს პრე­ტენ­ზია, ჩვენც იქ გა­დაგ­ვა­სახ­ლოს და ჩვენც დაგ­ვა­ნა­ხოს, რო­გორ აყ­ვავ­და და აშენ­და ქვე­ყა­ნა… ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე ერთი რი­გი­თი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ვარ, ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს პო­ლი­ტი­კო­ბა­ნა და სა­კუ­თა­რი თა­ვის მხა­რედ წარ­მო­ჩე­ნა… არ მიყ­ვარს, ვი­ღა­ვის მე­ხოტ­ბე­ო­ბა… მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტი მყავს, იესო ქრის­ტე და ეს საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის… ჰოდა, ახ­ლაც მხა­რეს არ წარ­მო­ვად­გენ, ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით არ გე­სა­უბ­რე­ბით… მსმე­ნია, რომ დი­დად არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გიყ­ვართ და სა­დღაც ამა­შიც გე­თან­ხმე­ბით… უბ­რა­ლოდ, გულს ვი­ო­ხებ, თო­რემ არ გე­გო­ნოთ რა­მის იმე­დი მქონ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში… თქვენ ალ­ბათ გიკ­ვირთ, რა ალა­პა­რა­კებს ამ მღვდელს, ეკ­ლე­სი­ას ხომ თან­ხა ეძ­ლე­ვაო… ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მარ­ტო ჩემი არ მა­ლა­პა­რა­კებს, ჩემს უკან ათა­სო­ბით სა­სუ­ლი­ე­რო პირი დგას, ვი­საც მარ­თლა ისე შია, შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კის თა­ვიც არ ჰქონ­დეს. მღვდლე­ბი, რო­გორც წესი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მა­მე­ბი არი­ან… რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს მღვდლის შვილს იმის კომ­პლექ­სი, მა­მა­მი­სი სა­სუ­ლი­ე­რო პირი რომ არ იყოს, საჭ­მე­ლიც ექ­ნე­ბო­და და ჩა­საც­მე­ლიც… პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა მღვდლის ოჯა­ხი… არც ნათ­ლო­ბა ტარ­დე­ბა, არც ჯვრის­წე­რა… პან­დე­მი­ას ზედ და­ერ­თო ამ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­ნას თა­მა­ში…

მე პი­რა­დად ექ­ვსი შვი­ლი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს… ბევ­რჯერ უთ­ქვამს ჩემს უფ­როს შვილს, წა­მო­დი იქი­დან, რო­დემ­დე იქ­ნე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო…

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად ეკ­ლე­სი­ა­ში არ მოვ­სულ­ვარ… ორი დი­სერ­ტა­ცია დავ­წე­რე და ოცი წიგ­ნის ავ­ტო­რი ვარ, მაგ­რამ ღმერ­თი მიყ­ვარს, ეკ­ლე­სი­ა­ში მეტი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის იმე­დი მქონ­და და ზღვა მე­პა­ტა­რა­ვე­ბო­და, ოკე­ა­ნე­ზე ვფიქ­რობ­დი, აკ­ვა­რი­უმ­ში მოვ­ხვდი… დიახ, არას­დროს მი­ფიქ­რია, მღვდლო­ბით ფული მე­შოვ­ნა, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დამ­ხვდე­ბო­და… თუ პა­ნაშ­ვი­დე­ბის პარ­კე­ბის ყუ­რე­ბა მოგ­ვი­წევ­და… ბატო­ნო ბი­ძი­ნა, შემ­ზა­რა­ვი სა­ყუ­რე­ბე­ლია, პა­ნაშ­ვი­დის სუფ­რებს, რო­გორ იყო­ფენ დამ­შე­უ­ლი მღვდლე­ბი…

ვი­ღაც, თქვე­ნი პარ­ტი­ის ტროლ-ბოტი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ხალ­ხის ლან­ძღვის და შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო ხელ­ფასს უხ­დი­ან, გა­მოხ­ტე­ბა და იტყვის, მღვდლე­ბი ბი­ძი­ნამ არ­ჩი­ნო­სო?! არა, ეს არ მი­თხო­ვია ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ბა­ლან­სის დაც­ვას ვი­თხოვ, თან­ხე­ბის სწორ გა­და­ნა­წი­ლე­ბას და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის ოდ­ნავ მეტი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას… ყვე­ლას ერთ ქვაბ­ში გვყრი­ან და გვხარ­შა­ვენ… ფუ­ლი­ანს, უფუ­ლოს, ჯი­პი­ანს, უჯი­პოს, მში­ერს, მა­ძღარს, წიგ­ნი­ერს, უწიგ­ნურს, ღირ­სე­ულს, უღირ­სს…

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, თქვენც გსმე­ნი­ათ, ალ­ბათ, ერი უნდა გამ­რავ­ლდეს, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სა­კი­თხი უნდა მოგ­ვარ­დე­სო… თქვენ მი­თხა­რით, რო­მე­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხია და­ფა­სე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?! რის­თვის გავმრავ­ლდეთ, ერ­თმა­ნე­თი რომ დავ­ხო­ცოთ?! ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერთი რამ დამ­დვი­ლად გა­ა­კე­თა, ყვე­ლას ემიგ­რა­ცი­ა­ში მოგ­ვინ­და წას­ვლა… რომ არა ემიგ­რან­ტე­ბი, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ამო­წყდე­ბო­და, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!.. არ გე­გო­ნოთ, მარ­ტო ჩემი ამ­ბა­ვი მა­წუ­ხებ­დეს… არა, ჩემ­ზე უა­რეს დღე­ში არი­ან ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ჩემ­ზეც ისა­უბ­რეო, რომ მწე­რენ…

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე არ და­ვი­კარ­გე­ბი… ჩემს ოჯახს ხელს მოვ­კი­დებ, მეც წა­ვალ ემიგ­რა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ეს ქვე­ყა­ნა დიდ­ხანს ვერ იარ­სე­ბებს, თუ ასე გარ­გძელ­და და ძა­ლი­ან ცუ­დად და­ი­წე­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ის­ტო­რია… თუ სი­მარ­თლე ვი­სა­უბ­რეთ, თქვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ქა­შე­ბი გვი­ტე­ვენ, "აგი ნაცი ყო­ფი­ლა”… არა, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, არა­ვი­თა­რი პარ­ტია, ჩემი ქვე­ყა­ნა და ეკ­ლე­სია მტკი­ვა… მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მინ­და… არ მინ­და გაზ­რდი­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბი, გა­სამ­მა­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, გაძ­ვი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვი, კი­დევ უფრო გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტი… 90-იანი წლე­ბის ნოს­ტალ­გია მაქვს, მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად ვე­პყრო­ბო­დით ერ­თმა­ნეთს… მო­პყრო­ბის და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის რა გი­თხრათ, მაგ­რამ დავ­ბრუნ­დით 90-იან წლებ­ში და მალე ფე­ხით ვივ­ლით, ალ­ბათ…ჰოდა, ეს ძა­ლი­ან ცოტა ამ­ბა­ვია, რაც მინ­დო­და მეთ­ქვა… ვიცი, შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა ამ სა­უ­ბარს, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­თან მა­ინც ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი…ჩვენ ჯან­და­ბას, თქვენ მა­ინც იყა­ვით კარ­გად, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!.." - წერს მამა პეტ­რე.