ამერიკული განათლების მიღება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია - ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა - კვირის პალიტრა

ამერიკული განათლების მიღება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია - ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა

ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა. ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მის აღე­ბა ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

აშშ-ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახლა უკვე ად­გი­ლობ­რი­ვა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია და სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ველ ნა­კადს წელს ჩა­რი­ცხავს. პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს შემ­დე­გია: სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხუ­რი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტი, მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხუ­რი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა. მომ­დევ­ნო წლი­დან კი აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალს მე­დი­ის კვლე­ვე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მაც და­ე­მა­ტე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკ­რე­დი­ტა­ცია ფა­რავს სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კამ­პუს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით. ბიზ­ნე­სი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით პროგ­რა­მე­ბი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ერ­თერ­თი უმაღ­ლე­სი რან­გის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ორ­გა­ნოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ალ­ში ჩა­რი­ცხულ სტუ­დენ­ტებს აგ­რეთ­ვე ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ერთი ან რამ­დე­ნი­მე სე­მესტრი გა­ა­ტა­რონ ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მათ­თვის სა­სურ­ველ კამ­პუს­ში, მსოფ­ლი­ოს 50-მდე ლო­კა­ცი­ა­ზე და ისარ­გებ­ლონ ყვე­ლა იმ ბე­ნე­ფი­ტით, რა­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს. სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი 7900 აშშ დო­ლა­რი იქ­ნე­ბა, სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი კი 8600 აშშ დო­ლა­რი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აშშ-ს ოფი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პირ­ველ წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ალ­ში ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ჩუქ­რად მი­ი­ღე­ბენ საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბას 1000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

თე­ბერ­ვლი­დან, ვებსტე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებ­სა და ღია კა­რის დღე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას იწყებს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კან­დი­დატ­თა წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე.