"ყველა შვილი რიგ-რიგობით ემატებოდა სიას...“ - ელენე ხოშტარია წერს, რომ მასა და მის შვილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ - კვირის პალიტრა

"ყველა შვილი რიგ-რიგობით ემატებოდა სიას...“ - ელენე ხოშტარია წერს, რომ მასა და მის შვილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პარ­ლამენტა­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ვირუ­სი ჯერ მის შვი­ლებს და­უ­დას­ტურ­დათ, შემ­დეგ კი თა­ვად. ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ოთხი შვი­ლი ჰყავს და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წყნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობს. ხოშ­ტა­რია სი­ნო­ფარ­მის ვაქ­ცი­ნით მა­ი­სის თვე­ში აიც­რა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დე­პუ­ტა­ტი ნო­ემ­ბერ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ზე გა­და­წყვა­ნის მო­თხოვ­ნით 17 დღე შიმ­ში­ლობ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტის შე­წყვე­ტის შემ­დეგ კი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად სა­ა­ვამდყო­ფო­ში იწვა.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია:

"ახალ­მა წელ­მა ოჯახს გვი­თხრა, რამ­დე­ნი ხა­ნია გა­უს­ვლე­ლად ერ­თად არ ყო­ფილ­ხარ­თო და გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა კო­რო­ნა. იზო­ლა­ცია მალე რომ არ მორ­ჩე­ნი­ლი­ყო, ყვე­ლა შვი­ლი (და მო­გეხ­სე­ნე­ბათ სიმ­ცი­რეს არ ვუ­ჩი­ვი), რიგ-რი­გო­ბით ემა­ტე­ბო­და სიას. ის ის იყო რამ­დე­ნი­მე უარ­ყო­ფი­თი პი­სი­ა­რის შემ­დეგ თავი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად უნდა გა­მო­მე­ცხა­დე­ბი­ნა და იმ კვი­რა­ში საქ­მე­ე­ბით კა­ლენ­და­რი ავავ­სე, რომ კო­რო­ნამ მეც და­მიქ­ნია ხელი. კი­დევ ორი კვი­რა ისი­ამ­ტკბი­ლე ოჯახ­შიო.

მოკ­ლედ, დღეს და­მი­დას­ტურ­და. ყვე­ლას მსუ­ბუ­ქად ქონ­და, მეც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მსუ­ბუ­ქად მექ­ნე­ბა, ამი­ტომ დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბას და აქ­ტი­უ­რო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ. აი­ცე­რით და მო­უფრ­თხილ­დით თავს“ - წერს ხოშტარია.