თბილისის ზღვის მიმდებარედ დევნილები აქციას მართავენ და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ
თბილისის ზღვის მიმდებარედ დევნილები აქციას მართავენ და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საცხოვრებელ ფართებში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, დაბრუნებას არ აპირებენ და ღამის გათენებას ქუჩაში გეგმავენ.
„კითხვები დასმულია და პასუხებს ველოდებით, სანამ კონკრეტულ პასუხებს არ მივიღებთ, ჩვენ აქედან წამსვლელები არ ვართ და არც დავიშლებით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწელემ.
ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო.
მათივე განცხადებით, კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება.
„ბავშვები თამაშობდნენ, ეს რომ ჩამოვარდა... თქვენ თვითონ მოიძიეთ და თანხას ჩაგირიცხავთო. ეს დასაჯერებელია? - ახლა უკვე ქირით გაყვანა უნდათ. ქირით ალბათ გადაგვიყვანენ, ერთი-ორი თვე გადაგვიხდიან, მერე კარგად იყავი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"ინტერპრესნიუსი"