შეცდომა გაასწორეს - კვირის პალიტრა

შეცდომა გაასწორეს

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ვებგვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე იყო გამოსახული. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია სააგენტო "ინტერპრესნიუსის" საიტზე განთავსდა, იაპონელებმა შეცდომა გაასწორეს. თუმცა ჯერჯერობით შეცდომა არ ჩაუსწორებია ბრიუსელის სამვარსკვლავიან სასტუმრო "სანტ ნიკოლასს". ამ სასტუმროში ნომრის დაჯავშნა თურმე საქართველოდანაც შეგიძლია, აფხაზეთიდანაც და სამხრეთ ოსეთიდანაც(!).