ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალიხან სმაილოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა.
მედიის ინფორმაციით, მანამდე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, სმილოვის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ნურლან ნიგმატულინის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 89 დეპუტატმა და გადაწყვეტილებას მხარი 89-ვემ დაუჭირა.
5 იანვარს საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის მთავრობა დაითხოვა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კი პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი დანიშნა.