"გიორგი მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს" - რა თქვა პროკურორმა განაჩენის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"გიორგი მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს" - რა თქვა პროკურორმა განაჩენის შემდეგ?

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი ადას­ტუ­რებ­და, რომ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ეჭი­რა და­ნის მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­ის სა­გა­ნი, რომ­ლი­თაც აყე­ნებ­და ჭრი­ლო­ბებს და­ვით სა­რა­ლი­ძეს. ამას­თან, მე­ნაბ­დის ტან­საც­მე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად იყო და­ვით სა­რა­ლი­ძის სის­ხლით დას­ვრი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა სა­სა­მარ­თლოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს მიერ გი­ორ­გი მე­ნაბ­დი­სათ­ვის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის გან­ხილ­ვა 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და გა­მოკ­ვლე­უ­ლი იყო ათო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე დას­რულ­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა. დღეს სა­სა­მარ­თლომ შე­ა­ჯა­მა გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მე­ნაბ­დის მი­მართ გა­მო­ი­ტა­ნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. გი­ორ­გი მე­ნაბ­დე ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ და­ვით სა­რა­ლი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნი­სათ­ვის, არას­რულ­წლოვ­ნის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის, რის გა­მოც სას­ჯე­ლად გა­ნე­სა­ზღვრა 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, თუმ­ცა არას­რულ­წლო­ვან­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად 1/4-ით შემ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 10 წელი და 6 თვე შე­ე­ფარ­და.

საქ­მის გან­ხილ­ვა თით­ქმის 9 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იყო ათო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და სხვა. ვფიქ­რობ არ იქ­ნე­ბა სწო­რი აპე­ლი­რე­ბა დაც­ვის მხრი­დან, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სი ან არა­სან­დოა. შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა მათ შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­დნენ სად იდგა გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ასე­ვე ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­და, რომ მე­ნაბ­დეს ეჭი­რა და­ნის მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­ის სა­გა­ნი, რომ­ლი­თაც აყე­ნებ­და ჭრი­ლო­ბებს და­ვით სა­რა­ლი­ძეს. მე­ნაბ­დის ტან­საც­მე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად იყო და­ვით სა­რა­ლი­ძის სის­ხლით დას­ვრი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა სა­სა­მარ­თლოს­თვის”, - აღ­ნიშ­ნა მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ნაბ­დეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, თუმ­ცა, არას­რულ­წო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ის ერთი მე­ო­თხე­დით შემ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის ზო­მად 10 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი მე­ნაბ­დე 15 აპ­რილს და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.