(VIDEO) თბილისში, მეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

(VIDEO) თბილისში, მეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუმარტეს, შენობა ავარიული იყო და გამგეობას მოსახლეობა ქირით ჰყავდა გაყვანილი.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.