"მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო რეზო, რომ ამ­ხე­ლა კაცი არ უკად­რი­სობ­დით ჩემ­თან და­რეკ­ვას, შე­ნიშ­ვნის მო­ცე­მას, ხა­ნაც მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას" - კვირის პალიტრა

"მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო რეზო, რომ ამ­ხე­ლა კაცი არ უკად­რი­სობ­დით ჩემ­თან და­რეკ­ვას, შე­ნიშ­ვნის მო­ცე­მას, ხა­ნაც მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას"

10 იან­ვარს, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი რეზო ამა­შუ­კე­ლი 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბა მინ­და (და არა მხო­ლოდ - უნდა) გა­მოვ­ხა­ტო ბა­ტო­ნი რეზო ამა­შუ­კე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის არა მხო­ლოდ მწა­რედ დაგ­ვაკ­ლდე­ბა კარ­გი პო­ე­ზი­ი­თა და სა­ზო­გა­დო საქ­მით, ის დაგ­ვაკ­ლდე­ბა ასე­ვე, რო­გორც სარ­კე, რო­მე­ლიც, ასა­კი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხან­გა­მოშ­ვე­ბით ჩა­წერ­და თა­ვის მო­ნო­ლოგს და იტყო­და... იტყო­და სათ­ქმელს. ჰო, რა თქმა უნდა, ეს ისე­თი სათ­ქმე­ლე­ბი იყო, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, "მო­დურ“ მა­ვანს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბა­დი არ ეგო­ნა, რად­გან ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ასეთ მა­ვან­თათ­ვის შექ­მნი­ლი ხილი ჰგო­ნია ზოგს. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­საც რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ჩემი დღე­ვან­დე­ლი სათ­ქმე­ლი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი მად­ლო­ბაა. მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო რეზო, რომ ამ­ხე­ლა კაცი არ უკად­რი­სობ­დით ჩემ­თან და­რეკ­ვას, ხან შე­ნიშ­ვნის მო­ცე­მას, ხა­ნაც მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და არა­ერ­თხელ კი­დევ - მხარ­დამ­ჭე­რი სი­ტყვე­ბის თქმას. ამ სი­ტყვებს უფრო შე­მო­ძა­ხე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დი, რაც ადა­მი­ანს, რაც არ უნდა „მა­გას რა მო­უ­ვა“ იყოს, აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა. უფრო მე­ტიც, თქვენ იყა­ვით თქვე­ნი თა­ო­ბის იმ სულ რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გენ­ლი­დან ერთ-ერთი, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თულ, უმ­ცრო­სი თა­ო­ბის ქალს ეტყო­და, რომ არ უნდა და­ე­ცეს, ვინც იცო­და, რომ ხან­დაზ­მულ ასაკ­ში არა ახ­ლის წა­მო­წყე­ბის, არა­მედ - გა­და­ხედ­ვი­სა და გა­და­სინ­ჯვის დროა, შენ­ზე უმ­ცრო­სის მხარ­და­ჭე­რის დროა, და იმის გამ­ხნე­ვე­ბის დროა, ვინც ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა, შენ რომ წახ­ვალ... ამ ძა­ლას ყვე­ლა ვერ პო­უ­ლობს თა­ვის თავ­ში. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს თქვე­ნი სული!" - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.