"მძიმე პერიოდი იყო. ცხოვრებაა, ადამიანები ხან შორდებიან, ხან რიგდებიან" - რას ამბობს კოტე მათითაშვილი ეკა ბალანჩივაძესთან შერიგებაზე?
ერთი თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე და პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი დაშორდნენ.ინფორმაცია ამის შესახებ დიზაინერმა თავად გაავრცელა.
"ერთადერთი, რაც მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!“ - წერდა მაშინ ეკა ბალანჩივაძე.
ბედობას სოციალურ ქსელში პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძის მეუღლემ ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ მათთან სტუმრად კოტე და ეკა იმყოფებოდნენ.
წყვილის შერიგების შესახებ პირველად მაშინ გაჩნდა ეჭვი, მოგვიანებით კი ეკამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით დაადასტურა. სადაც ჩანს, რომ წყვილმა ერთი დღით სამთო კურორტს მიაშურა.
Ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად პლასტიკურ ქირურგს კოტე მათითაშვილს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ იყო ეს დაშორება ხუმრობა, ექიმმა გვიპასუხა, რომ რეალურად ეს მათ ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი აღმოჩნდა...
კოტე მათითაშვილი:
- ერთი დღით ვიყავით დასასვენებლად და ახლა ისევ სამუშაო რეჟიმში ვართ. ეს ჩვენთვის სახუმარო თემა არ არის, ყველას გვაქვს ჩვენი პერიოდები ცხოვრებაში. ხუმრობასთან ეს არანაირ კავშირში არ იყო, საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო. ცხოვრებაა, ადამიანები ხან შორდებიან, ხან რიგდებიან. არაფერი განსაკუთრებული. ღმერთის წყალობით ასე მოხდა, ეს ჩვენს ხელში არ არის, ეს ღმერთის ნებაა, რაც ადამიანების თავს ხდება. მე ბედნიერი ვარ ასე რომ მოხდა, გავიარეთ რაღაც ეტაპი ცხოვრებაში, ოღონდ ეს სახუმარო არ ყოფილა. იხილეთ სრულად