"დემოკრატიული სამყაროს მოსკოვისეული შანტაჟის შუაგულში ვართ; ანუ, მარტივად, ჩვენი ბედი წყდება" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიული სამყაროს მოსკოვისეული შანტაჟის შუაგულში ვართ; ანუ, მარტივად, ჩვენი ბედი წყდება"

ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირაა მსოფლიო წესრიგის უზრუნველსაყოფად;

ის, რაც ამ დღეებში მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონს შორის ხდება, სრულიად პირდაპირ სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული ჩვენთან - დემოკრატიული სამყაროს მოსკოვისეული შანტაჟის შუაგულში ვართ;- ანუ მარტივად, ჩვენი ბედი წყდება.ამასობაში ჩვენ რით ვართ დაკავებული?იმის ნაცვლად რომ ქვეყნის წინაშე მდგომი ეზგისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ სრული ეროვნული კონსოლიდაცია გამოვაცხადოთ ხაზარაძე - ჯაფარიძის მიმართ პიროვნული ბოღმების ნთხევით, აბსურდული პროცესის სრულიად სამარცხვინო ბრალდებების მოსმენით ვართ დაკავებული ღმერთო დაიფარე საქართველო!", - წერს თინა ხიდაშელი.