ქეთა თოფურია დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს - მომღერალს გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს - კვირის პალიტრა

ქეთა თოფურია დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს - მომღერალს გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს

პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში დას­ვე­ნე­ბას არ იკ­ლე­ბენ. ერთი თვის წინ ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი გიგა კვე­ნე­ტა­ძე ამ­ბობ­და, რომ ლო­ქ­და­უ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მოს­კო­ვის აე­რო­პორ­ტი ხალ­ხით გა­ივ­სო...

რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბის საყ­ვა­რე­ლი კუ­რორ­ტე­ბი კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი და დუ­ბა­ია, ისი­ნი პან­დე­მი­ის დიდ ნა­წილს იქ ატა­რე­ბენ. ქეთა თო­ფუ­რია მე­ო­რე ქმარ ლევ ძენ­გოვ­თან ერ­თად ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს და ძი­რი­თა­დად თბილ ქვეყ­ნებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. ცოტა ხნის წინ წყვილ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში იმოგ­ზა­უ­რა. ზამ­თრის არ­და­დე­გებ­ზე კი შვი­ლებ­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში გაფ­რინ­დნენ.

წყვილს თან ოთხი ბავ­შვი ახ­ლავს. ლევ ძენ­გო­ვის­თვის ქეთა მე­სა­მე ცო­ლია, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი - ლე­ო­ნი­დი და შო­შა­ნი ჰყავს. ცნო­ბი­ლია, რომ ქე­თას გე­რებ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა ქე­თას გო­გო­ნა, ოლი­ვი­აც, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს ბიზ­ნეს­მენ ლევ გე­იხ­მან­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას ჰყავს. წყვილ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბა პირ­ვე­ლად წა­იყ­ვა­ნა სა­ერ­თო შვი­ლი ადა­მი, რო­მე­ლიც ქე­თას გა­სულ წელს პან­დე­მი­ის დროს შე­ე­ძი­ნა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები