სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროებაზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა - როგორ ხსნიან ამას თბილისის საქალაქო სასამართლოში? - კვირის პალიტრა

სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროებაზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა - როგორ ხსნიან ამას თბილისის საქალაქო სასამართლოში?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა და სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­სა და აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის 2022 წლის 11 იან­ვა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დაკ­მა­ყო­ფილ­და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჩი­ვა­რი და გა­უქ­მდა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე.

"საქ­მის გან­ხილ­ვის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა და სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­სა და აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს, შე­სა­ბა­მი­სად",პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა არ დად­გინ­და.

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, კერ­ძოდ: მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე, სხვა საქ­მე­ე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შემ­ჭიდ­რო­ე­ბუ­ლი ვა­დაა გან­სა­ზღვრუ­ლი - ერთი თვე; სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ იქნა 2021 წლის 17 დე­კემ­ბერს, ხოლო საქ­მე­ზე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია 2022 წლის 11 იან­ვარს; ამ­დე­ნად, საქ­მე გან­ხი­ლულ იქნა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ვა­დის ფარ­გლებ­ში.

ვი­ნა­ი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მე­ბი შედ­გე­ნი­ლი იყო ორი სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, რამ­დე­ნი­მე, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ საქ­მე­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­ა­ფერ­ხებ­და სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს - გა­ავ­რცე­ლონ რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სწო­რი გან­მარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია/მო­საზ­რე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყარო