თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება - კვირის პალიტრა

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად, დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ქუ­ჩას ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა. ამის შე­სა­ხებ, დღეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სამ­ძიმ­რის წიგნ­ში ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ მე-20 სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი, სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი­სა და მსოფ­ლი­ოს სამ­გზის რე­კორდსმე­ნის, მძლე­ო­სან ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და სპორ­ტსმე­ნის ოჯახს, მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და.

"ძა­ლი­ან დი­დია ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მან არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე წარ­მო­ა­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლო. სწო­რედ ამი­ტომ, გვსურს, მისი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად, დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ქუ­ჩას ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის სა­ხე­ლი მი­ვა­ნი­ჭოთ. ვუ­სამ­ძიმ­რებ სპორ­ტსმე­ნის ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ამ და­ნა­კარგს“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა ვლა­დი­მერ ბოჟა­ძემ და ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძემ მი­ა­გეს.

"სამ­ძიმ­რის წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ოლიმ­პი­ურ მუ­ზე­უმ­ში დღეს გა­იხ­სნა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს სამ­ძიმ­რის წიგნ­ში ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თოს და თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის ოჯა­ხის წევ­რებს.

ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნი 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას ხვალ სიდ­ნე­ი­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნის, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I და II ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბის, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის და ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი",- ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.