"ვა­ტყობ­დი, რომ ბავ­შვს რა­ღაც სჭირ­და...ეს არის იშვიათი დაავადება, რომელსაც მკაფიო სიმპტომები ახასიათებს..." - კვირის პალიტრა

"ვა­ტყობ­დი, რომ ბავ­შვს რა­ღაც სჭირ­და...ეს არის იშვიათი დაავადება, რომელსაც მკაფიო სიმპტომები ახასიათებს..."

ნუცა ქავ­თა­რა­ძე­სა და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი რვაწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ 2021 წლის პირ­ველ მარტს შე­ე­ძი­ნათ. სა­ნის და­ბა­დე­ბა ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. სა­ნიმ მათი ცხოვ­რე­ბა ამო­ატ­რი­ა­ლა. ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში აჩი­კო ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლეს შვი­ლის გაზ­რდა­ში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და.

- თა­ვი­დან არ გვინ­დო­და [შვი­ლი] ბევ­რი წელი. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მეც, ნუ­ცაც... როცა ერ­თმა­ნეთს ვხე­დავ­დით, ისე იყო, რომ მოდი რა გვეჩ­ქა­რე­ბა ერ­თმა­ნე­თით დავ­ტკბეთ. ახლა მე­ბა­ნა­ლუ­რე­ბა ყვე­ლა სი­ტყვა, მაგ­რამ ასე იყო.შემ­დეგ, როცა მივ­ხვდით, რომ შემ­დე­გი ეტა­პის ჯერი მო­ვი­და ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა იყო პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც და­ჭირ­და გარ­კვე­უ­ლი დრო და შემ­დეგ ამ ბიჭ­მა გა­მო­ა­ნა­თა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ნუცა ქავ­თა­რა­ძე ეკ­რანს შვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან მალე და­უბ­რუნ­და. ახლა "იმე­დის დი­ლა­ში" სა­კუ­თა­რი რუბ­რი­კა აქვს "მე დედა", სა­დაც ახალ­ბე­და დე­დებს ბავ­შვის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს აწ­ვდის. მისი სტუ­მა­რი ამ­ჯე­რად თე­მურ მი­ქე­ლა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ერ­თა­დაც პი­ლო­როს­ტე­ნოზ­ზე ისა­უბ­რა, და­ა­ვა­დე­ბა ჩვილ ასაკ­ში იჩენს თავს და ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

ნუცა ქავ­თა­რა­ძემ დე­დებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა. აღ­მოჩ­ნდა, სა­ნის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მი­აგ­ნეს პრობ­ლე­მას და ისიც მხო­ლოდ ნუ­ცას დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით იმე­ო­რებ­და, რომ პა­ტა­რას რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

ნუცა:

- პოსტსამ­შო­ბი­ა­რო სტრეს­სა და ზო­გა­დად, ახალ­ბე­და დე­დის შფოთვებ­ზე არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია თქვენ­თან, თუმ­ცა რა­ზეც ახლა მინ­და, გი­ამ­ბოთ, ეს არ არის მხო­ლოდ შფოთ­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და იმის შეგ­რძნე­ბა, რომ გა­მო­უც­დე­ლი ვარ და რა­ღა­ცას სწო­რად ვერ ვა­კე­თებ. რო­დე­საც სანი და­ი­ბა­და, ხში­რად თქვენ­თვის გული გა­და­მიშ­ლია, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი და სულ მე­გო­ნა, რომ რა­ღაც სჭირ­და.

ალ­ბათ, ეს ყვე­ლა ახალ­ბე­და დე­დის დარ­დია. ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის იყო, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არ მყავ­და. რო­გორც წესი, დე­და­ჩე­მი, ჩემი მე­უღ­ლე და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­გივ­ლის და ეს უბ­რა­ლოდ შფოთ­ვა­აო. თუმ­ცა, მე ვა­ტყობ­დი, რომ ბავ­შვს რა­ღაც სჭირ­და. არა­ერ­თი ექი­მი მო­ვი­ა­რე და ყვე­ლა მათ­გა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს უბ­რა­ლოდ ჩემი გან­ცდე­ბია. ვიდ­რე არ მი­ვა­გე­ნი ერთ ექიმს, რო­მელ­მაც და­მი­ჯე­რა და მო­მის­მი­ნა.

ვსა­უბ­რობ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც პი­ლო­როს­ტე­ნო­ზი ჰქვია, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­ვარ­კვიე, საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ხში­რი და­ა­ვა­დე­ბაა ჩვი­ლებ­ში და ის, რო­გორც წესი, თავს თვე-ნა­ხევ­რის შემ­დეგ იჩენს ხოლ­მე, და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 თვემ­დე. სა­ნის და­ბა­დე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, 2 კვი­რა­ში მწვა­ვე რეფ­ლექ­სი და­უდ­გინ­და, რაც ჩვი­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა და ალ­ბათ, გა­მოც­დილ­მა მშობ­ლებ­მა იცი­ან, რომ ეს არ არის სა­ნერ­ვი­უ­ლო, მკურ­ნა­ლო­ბაც კი არ სჭირ­დე­ბა. ეს არის შე­და­რე­ბით ხში­რი ამო­ქა­ფე­ბა ჩვი­ლებ­ში, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ და თა­ვი­სით გა­ივ­ლის, 3-6 თვე­ზე ან მაქ­სი­მუმ, 1 წლის ასაკ­ში. მეც 3 თვის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც სა­ნის და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა სიმპტო­მი არ ჰქონ­და. უბ­რა­ლოდ, მქონ­და შფოთ­ვა, რომ ბავ­შვს რა­ღაც სჭირს.

ყვე­ლა­ფე­რი კი იმით გაგ­რძელ­და, რომ რო­დე­საც სანი თვი­სა და 15 დღის იყო, სპაზ­მი და­ე­მარ­თა. მივ­ხვდი, რომ ჩემს შვილს, რო­მე­ლიც ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო და 5 კი­ლო­საც არ იწო­ნი­და, უბ­რა­ლოდ ამო­სუნ­თქვა არ შე­ეძ­ლო. არა­ნა­ი­რი ამო­ნა­ღე­ბი მასა არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ ვე­ღარ სუნ­თქავ­და. რა თქმა უნდა, ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო და ახ­ლაც მი­ჭირს ამა­ზე გულ­გრი­ლად სა­უ­ბა­რი იმის­თვის, რომ გად­მოგ­ცეთ ყვე­ლა ის ემო­ცია, რაც გა­მო­ვი­ა­რე. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად დაბ­რალ­და იმას, რომ მას მწვა­ვე რეფ­ლექ­სი ჰქონ­და. ეს სპაზ­მი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ზუს­ტად 8-ჯერ გან­მე­ორ­და. ზოგ­ჯერ უფრო მსუ­ბუ­ქი, ზოგ­ჯერ კი უფრო ძლი­ე­რი ფორ­მით. არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა.

თუმ­ცა, ამ დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე პე­დი­ატ­რი, რო­მელ­მაც მო­მის­მი­ნა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მინ­და ახალ­ბე­და დე­დებს ვუ­თხრა, რომ რო­დე­საც გაქვთ შეგ­რძნე­ბა, რომ თქვენს შვილს რა­ღაც აწუ­ხებს, აუ­ცი­ლებ­ლად ენ­დეთ სა­კუ­თარ თავს და ნა­ხეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­გის­მენთიხილეთ სრულად