"სიდნეიში დაკრძალეს ვიქტორ სანეევი, ის უკანასკნელ გზაზე ორი ქართული სიმღერით გააცილეს" - კვირის პალიტრა

"სიდნეიში დაკრძალეს ვიქტორ სანეევი, ის უკანასკნელ გზაზე ორი ქართული სიმღერით გააცილეს"

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი სიდ­ნე­ი­ში დაკ­რძა­ლეს. სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლი­ოს სამ­გზის რე­კორდსმე­ნი უკა­ნას­კნელ გზა­ზე ორი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით გა­ა­ცი­ლეს.

დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია თბი­ლი­სის დრო­ით 06:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თა.

"თბი­ლი­სის დრო­ით დი­ლის 6 სთ-ზე სა­ათ­ზე სიდ­ნე­ი­ში დაკ­რძა­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს მე-20 სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი. ის უკა­ნას­კნელ გზა­ზე ორი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით "ზამ­თა­რი­ა­თი" („ცის­ფე­რი ტრი­ოს“ შეს­რუ­ლე­ბით) და "სა­ქარ­თვე­ლოო ლა­მა­ზო­თი" გა­ა­ცი­ლეს.

ქარ­თულ სპორ­ტში სა­ნე­ე­ვის მე-20 სა­უ­კუ­ნის ოლიმ­პი­უ­რი მიღ­წე­ვა უნი­კა­ლუ­რია. ის სამხტომ­ში მე­ხი­კოს (მე-19), მი­უნ­ხე­ნის (მე-20), მონ­რე­ა­ლის (21-ე) ოლიმ­პი­ა­დე­ბის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მოს­კო­ვის 22-ე ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. მა­ღა­ლი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გამო, ვიქ­ტორ­მა სწო­რედ ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე შე­მო­ი­ტა­ნა ოლიმ­პი­უ­რი ჩი­რაღ­და­ნი სტა­დი­ონ­ზე.

sanneevi2-1642059817.jpg

სა­ნე­ე­ვი პირ­ვე­ლი იყო, ვინც სამხტომ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

უამ­რა­ვი ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და არა­ერ­თი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ის 1945 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. 77 წლის ასაკ­ში კი სიდ­ნე­ი­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­დაც 1992 წლი­დან ცხოვ­რობ­და. კარ­გი სპორ­ტსმე­ნი ხომ იყო და ასე­ვე, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი.

დიდი იმე­დი მაქვს, მის ნეშტს ოდეს­მე მა­ინც მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ" - წერს ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ი­დან ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნი 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნის, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I და II ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბის, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის და ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. (წყარო)