მიხეილ სააკაშვილმა წოწორიებს, ელგუჯა ცომაიას და გიორგი ნარიმანიძეს ბოდიში მოუხადა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა წოწორიებს, ელგუჯა ცომაიას და გიორგი ნარიმანიძეს ბოდიში მოუხადა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წოწორიებს, ელგუჯა ცომაიას და გიორგი ნარიმანიძეს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანების დაჩაგვრა არ უნდოდა.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, ის არ აპირებს „ვითომ ჩადენილი დანაშაულების“ დეტალებში შესვლას.

„თქვენ იცით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დავდიოდი გარდა რუსეთისა და საქართველოსი. არსად ცხოვრებაში, არავის ჩემი დაკავება აზრად არავის მოსვლია. პირიქით, ძალიან კარგად მიღებდნენ. მე აქ არ ვაპირებ ვითომ ჩადენილი დანაშაულების დეტალებში, ფორმალურ მხარეებში შესვლას. მინდა, პირველ რიგში ბატონ წოწორიებს, ბატონ ელგუჯას ცომაიას დიდი მადლობა ვუთხრა, იმისათვის რომ არიან წესიერი, მშრომელი ქართველი ადამიანები. ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემს გამო რამდენიმე თვე, ამ ძალიან წესიერ ხალხს, რომელიც თავისი ყოველდღიური შრომით მოიპოვებს ლუკმა-პურს, დააკარგინეს ეს დროს. მე მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ჩემს გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. რაც არ მინდოდა ამ ადამიანების დაჩაგრულად ყოფნა იყო. ასევე მადლობა ნარიმანიძე გიორგის. მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში და წოწორიებიც ტელევიზიიდან ვიცი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.