"ასე უჩვეულოდ - სულ მარტო, კოვიდ/ომიკრონ დადებითი"
"𝘏𝘰𝘮𝘦 𝘈𝘭𝘰𝘯𝘦, 𝘊𝘰𝘷𝘪𝘥 𝘕𝘠 𝘱𝘢𝘳𝘵𝘺. ძველით ახალი წელი მიყვარს ბავშვობიდან, თუმცა წელს ვხვდები ასე უჩვეულოდ, სულ მარტო, კოვიდ/ომიკრონ დადებითი. თუმცა როგორც ხედავთ, არ ვიწყენ", - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ეკო ფანგანი:
"ჩემი კოვიდის ამბებს ამ დღეებში მოგიყვებით აუცილებლად, (მაგრამ კარგად ვარ ძალიან), მანამდე კი ყველას გილოცავთ კალანდას შემობრძანებას (როგორც გურულები ეძახიან).
სიკეთე, სიხარული, მშვიდობა, ხვავი-ბარაქა შემოსულიყოს ჩვენს გულებში, ჩვენს სახლებში და ჩვენს სამშობლოში.
ვისაც აინტერესებს როგორ გამოვიყურები კოვიდის მეხუთე დღეს, მეც აქვე ვარ გადაფურცლეთ და ნახეთ ბოლო ფოტო. გკოცნით, გეხვევით, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და თქვენი მონა-მორჩილი ეკო ფანგანი".