"გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება "დელტას", "ომიკრონის" შემთხვევაში კი..." - რა ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა - კვირის პალიტრა

"გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება "დელტას", "ომიკრონის" შემთხვევაში კი..." - რა ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა

"ეს ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა 10 იანვარს", - პროფესორი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გვთავაზობს ცხრილს, სავარაუდოდ, რამდენხნიანი კონტაქტის შედეგად შეიძლება კოვიდით დაინფიცირება, პირბადის ტარებისა და უპირბადოდ ყოფნის შემთხვევაში:

"პირბადე იცავს!

აცრა, პირბადე და სოციალური დისტანცირება - ეს არის ის იარაღი, რაც დღეს ხელთ გვაქვს კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად.

ეს ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა 10 იანვარს (https://www.wsj.com/.../cloth-face-mask-omicron-11640984082).

ამ ცხრილის მიხედვით, თუკი ინფიცირებული ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, არაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც ასევე ატარებს ქირურგიულ პირბადეს, დასაინფიცირებლად დასჭირდება 1 საათიანი კონტაქტი.

N95/FFP2 პირბადის ტარებისას, რომელიც გაცილებით უფრო საიმედოა, იგივე ვითარებაში ინფიცირების დრო იზრდება 25 საათამდე, ხოლო პირბადის გარეშე 15 წუთიანი კონტაქტიც კი საკმარისია დასაინფიცირებლად.

გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება "დელტას" და "ომიკრონის" შემთხვევაში, სავარაუდოდ, ინფიცირება უფრო მალე ხდება".

Wall Street Journal-ის სტატია იხილეთ ბმულზე

coronn-1642149935.jpg