"მამა პეტრე კოლხი, რა, ჩემი მდივანია, თუ რა არის?" - მეუფე ზენონი დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას პასუხობს - კვირის პალიტრა

"მამა პეტრე კოლხი, რა, ჩემი მდივანია, თუ რა არის?" - მეუფე ზენონი დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას პასუხობს

მე­უ­ფე ზე­ნო­ნი (იარაჯული) მამა პეტ­რე კოლ­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დევ­ნი­ლად ჩა­ბარ­და, "მთა­ვარ­თან" პა­სუ­ხობს.

"არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მამა პეტ­რე კოლ­ხი, რა, ჩემი მდი­ვა­ნია, თუ რა არის? ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვა­პი­რებ დაბ­რუ­ნე­ბას, იმ­დე­ნი საქ­მე მაქვს..." - აცხა­დებს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

13 იან­ვარს მამა პეტ­რე კოლ­ხმა და­წე­რა, რომ მე­უ­ფეს დევ­ნი­ლად ჩა­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ "სარ­წმუ­ნო წყა­რომ" მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია.

"უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც სარ­წმუ­ნო წყა­რომ მო­მა­წო­და, ქარ­თუ­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ი­ის წმინ­და სი­ნო­დის ერთ-ერთი წევ­რი, ეპის­კო­პო­სი ზე­ნონ ია­რა­ჯუ­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში დევ­ნი­ლად ჩა­ბარ­და!" - და­წე­რა დე­კა­ნოზ­მა.

იხილეთ პეტრე კოლხის პოსტი, სადაც ის მამა ზენონის შესახებ წერდა:

"წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პეტრე კოლხი