"საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს" - რას პასუხობს კონსტანტინე გამსახურდია სააკაშვილს - კვირის პალიტრა

"საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს" - რას პასუხობს კონსტანტინე გამსახურდია სააკაშვილს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

მისი თქმით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ არ გად­მო­უკ­ვე­თავს და ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი მოჰ­ყავს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის გამო, ანუ მათ­თვის, ვინც არ იცის:

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჯერ კი­დევ 1992 წლის 2 იან­ვარს აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ამ დროს სამ­ხედ­რო-კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ჯერ კი­დევ მი­დი­ო­და თბი­ლის­ში და დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო. იგი აღ­ძრეს სი­გუა-კი­ტო­ვა­ნი-იო­სე­ლი­ა­ნი-შე­ვარ­დნა­ძის ხუნ­ტის ნა­ფიც­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, ვახ­ტანგ რაზ­მა­ძემ და მის­მა მო­ად­გი­ლემ, ან­ზორ ბა­ლუ­აშ­ვილ­მა.საქ­მე გაგ­რძელ­და, შე­ივ­სო ახალ-ახა­ლი და­ნა­მა­ტე­ბით და გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, რო­გორც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მისი მომ­ხრე­ე­ბის საქ­მე. ბრალ­დე­ბე­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბით, აბ­სურ­დუ­ლო­ბით და ჭრა-კერ­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბით ეს საქ­მე მიჩ­ნე­უ­ლია იუ­რი­დი­ულ "შე­დევ­რად". სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­ერ პრე­ზი­დენტს, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ არ გა­და­უკ­ვე­თავს. იქ, სა­დაც გროზ­ნო­დან გა­მოფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი დაჯ­და 1993 წლის 24 სექ­ტემ­ბერს, ანუ სე­ნა­კის აე­რო­პორ­ტში, მას დახ­ვდნენ კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დიახ, კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 1993 წელს დარ­ჩე­ნი­ლი იყო ორ ად­გი­ლას - აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში და სა­მეგ­რე­ლოს 6 რა­ი­ონ­ში.საქ­მის მსვლე­ლო­ბა გაგ­რძელ­და წლე­ბის მან­ძილ­ზე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც. ათო­ბით ფი­გუ­რან­ტი იქნა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხა­რის იუს­ტი­ცი­ის მიერ. არა­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად ად­გი­ლი ჰქონ­და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას და წა­მე­ბას. ეს ამაზ­რზე­ნი პრო­ცე­სე­ბი სა­დღაც 2001 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს:2011 წლის 24 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სე­სი­ამ მო­ი­წო­ნა ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გა­მოკ­ვლე­უ­ლი იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. დრო­ე­ბი­თი (ad hoc) სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის მიერ შედ­გე­ნილ 370 გვერ­დი­ან დო­კუ­მენტზე ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დარ­თუ­ლი იყო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დას­კვნა, ასე­ვე 48 ადა­მი­ა­ნის სია, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს და­უ­კი­თხავთ და სა­ერ­თოდ არც შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლოა ჰქო­ნო­დათ ფა­სე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტის დევ­ნი­სა და მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ან თა­ვად ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი ამ პრო­ცე­სებ­ში.დას­კვნა სე­სი­ის მომ­დევ­ნო დღეს პირ­და­პირ გა­და­იგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. დღემ­დე რჩე­ბა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა, რა­ტომ შე­მო­დო ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი-მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე თა­რო­ზე?" - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუქ­ში".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მო­სა­მარ­თლეს კი­თხვით მი­მართ - თუ რა­ტომ არ ასა­მარ­თლე­ბენ გარ­დაც­ვლილ პრე­ზი­დენტს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის.

"ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას რა­ტომ არ ასა­მარ­თლებთ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის? აა, უკვე ვე­ღარ ასა­მარ­თლებთ იმი­ტომ, რომ მო­კა­ლით ხომ? თო­რემ, რომ და­ე­ჭი­რათ ზვი­ა­დი, რო­მელ­საც მე მი­ვა­ნი­ჭე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლუი გმი­რის წო­დე­ბა, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­მარ­თლდე­ბო­და უკა­ნო­ნო რე­ჟი­მის მიერ, რო­მელ­მაც რუ­სე­თის ჯა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ახ­დი­ნა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში,"- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.