"შერონ სტოუნთან ფოტო გადავიღე და ვფიქრობდი, რომ ჯეინ ფონდა იყო" - დემნა გვასალია სახალისო ისტორიას იხსენებს - კვირის პალიტრა

"შერონ სტოუნთან ფოტო გადავიღე და ვფიქრობდი, რომ ჯეინ ფონდა იყო" - დემნა გვასალია სახალისო ისტორიას იხსენებს

ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის, Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, დემ­ნა გვა­სა­ლია Met Gala-დან სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ შე­რონ სტო­უნ­თან ფოტო გა­და­ი­ღო, თუმ­ცა რად­გა­ნაც კარ­გად ვერ ხე­დავ­და, ის ჯეინ ფონ­და ეგო­ნა. ამის შე­სა­ხებ დემ­ნა System Magazine-თან ისა­უბ­რა.

“ზო­გი­ერთს თა­ვი­დან ეგო­ნა, რომ მე ქა­ნიე ვი­ყა­ვი. მარ­თლა გა­ვერ­თე. სა­დილ­ზე დავ­რჩი, მა­გი­დას­თან ძლივს მი­ვე­დი, ვი­ღა­ცამ მი­მიყ­ვა­ნა, ეს ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო.

ფოტო გა­და­ვი­ღეთ შე­რონ სტო­უნ­თან და მე არ ვი­ცო­დი, რომ ის შე­რონ სტო­უ­ნი იყო, რად­გა­ნაც ვერ ვხე­დავ­დი - ვფიქ­რობ­დი, რომ ჯეინ ფონ­და იყო“, - ამ­ბობს დემ­ნა გა­მო­ცე­მას­თან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს Met Gala-ზე დემ­ნა გვა­სა­ლი­ა­სა და კიმ კარ­და­ში­ა­ნის სა­მო­სი. დემ­ნას სახე მთლი­ა­ნად ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი შავი ნიღ­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა მათ და­იმ­სა­ხუ­რეს და კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქ­ცნენ.

ambebi.ge