"ღარიბაშვილის სოციალურ პოლიტიკაზე საუბარს თუ აპირებ, ჯობია მფრინავ სპილოზე ისაუბრო" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის სოციალურ პოლიტიკაზე საუბარს თუ აპირებ, ჯობია მფრინავ სპილოზე ისაუბრო"

"კარ­გია ავ­ტო­ბუ­სი რომ იყი­დეს, მაგ­რამ ცუ­დია, რომ ოთხი­დან ერთი ავ­ტო­ბუ­სის ფული მო­ი­პა­რა კა­ლა­ძემ", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა გიგი უგუ­ლა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

გიგი უგუ­ლა­ვას თქმით, ფრა­ზა - ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა - ოქ­სი­მო­რო­ნია და ბოლო 8-9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრი­ო­რი­ტე­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა.

"ამ უკა­ნას­კნე­ლი 8 თუ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“, რო­დის ყო­ფი­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრი­ო­რი­ტე­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ან ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი?! სამი კვი­რის წინ კაცი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ 200 ათას ადა­მი­ანს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა უნდა მო­ვუხ­სნაო. გა­ზარ­დეს ყვე­ლაფ­რის ფასი, ხელ­ფა­სი სად­მე გა­ი­ზარ­და? არ­სად არ გაზ­რდი­ლა, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის ფასი ხომ გა­ი­ზარ­და? ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბარს თუ აპი­რებ, ჯო­ბია მფრი­ნავ სპი­ლო­ზე ისა­უბ­რო, ეგ უფრო რე­ა­ლიზ­მთან ახ­ლოს არის. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა ეს ფრა­ზა თა­ვის თავ­ში ოქ­სი­მო­რო­ნია.

კარ­გია ავ­ტო­ბუ­სი რომ იყი­დეს, მაგ­რამ ცუ­დია, რომ ოთხი­დან ერთი ავ­ტო­ბუ­სის ფული მო­ი­პა­რა კა­ლა­ძემ. რა ვქნათ, არ ვთქვათ ეს? "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­საქ­მე­ბის ოდე­ნო­ბა იცით მე­რი­ებ­ში? იცით 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით რამ­დე­ნა­დაა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლი? რა შე­იც­ვა­ლა იცით? მოს­მე­ნე­ბი ხომ არ მოგ­ვწონ­და? დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­მე­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბა არის არ­ნა­ხულ პიკ­ზე მი­სუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.