"შესანიშნავი წყვილი ხართ... ჰგავხართ ერთმანეთს..." - კვირის პალიტრა

"შესანიშნავი წყვილი ხართ... ჰგავხართ ერთმანეთს..."

ამ წყვილს ბევრი გულშემატკივრობს. ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და ცნობილი ექიმების ქალიშვილი ლიზა ჩიჩუა ბოლო პერიოდი ერთად არიან. როგორც მათი ფოტოებიდან ირკვევა, წყვილი ძველ ახალ წელს ერთად შეხვდა. მათ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კომენტარებში არა მხოლოდ ახალ წელს ულოცავენ წყვილს, არამედ ერთობლივ ბედნიერებას უსურვებენ და ბევრი იმასაც ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს გვანან. იხილეთ ფოტოები