"ნუ გაეხვევით მაქინაციურ სქემებში! პანდემია ფულის საკეთებელი თემა არ არის" - რას წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი PCR ტესტებზე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი გიგა გვეტაძე "პისიარ" ტესტებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. როგორც ის წერს, ტესტის გაკეთება ვირუსის სიმპტომების მქონე პირებისთვის უფასოა და მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ მოტყუვდებიან და ტესტში ფასს ნუ გადაიხდიან.
"ჩემი მეგობრების საყურადღებოდ!!! მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა: ომიკრონი გააქტიურდა, დაიწყო საგრძნობი მატება ახალი შემთხვევების, მე როგორც დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი და საკითხში კომპეტენტური პირი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნებისმიერ თქვენგანს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გვერდების ტკივილი და ა.შ) ან თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ!
სახელმწიფო ანაზღაურებს თქვენს როგორც სწრაფ, ასევე პსრ კვლევას.
მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: თუკი ბოლო 72 საათის განმავლობაში სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არ ხართ გატესტილი (უფასოდ) , მიდიხართ ნებისმიერ პოლიკლინიკაში თუ ნიმუშის ამღებ დაწესებულებაში რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში(ანუ უფასოდ გიკეთებთ სწრაფ ტესტს), ეუბნებით თქვენი ჩივილებისა და სიმპტომების შესახებ, უფასოდ იკეთებთ სწრაფ ტესტს, ელოდებით შედეგს 15-20 წუთის განმავლობაში და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ითხოვთ უფასო პჯრ (PCR) ტესტის ჩატარებას, ეს მათი ვალდებულებაა !
იცოდეთ თქვენი უფლებები და ნუ გაეხვევით მაქინაციურ სქემებში!!! ადამიანის ჯანმრთელობა და პანდემია ფულის საკეთებელი თემა არ არის, იცოდეთ თქვენი უფლებები.ასევე გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას, ის რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უფასოდ გეკუთვნით ტესტირება არ ნიშნავს იმას რომ ისტერიულად ყოველ 72 საათში ერთხელ იკეთოთ სწრაფი ტესტი და შემდეგ პსრ კვლევა! (გაგრძელება)