ფოტოები ავტომაგისტრალიდან - ადგილზე გართულებულია მოძრაობა, რამდენიმე ავტომობილი გზიდან გადავარდა - კვირის პალიტრა

ფოტოები ავტომაგისტრალიდან - ადგილზე გართულებულია მოძრაობა, რამდენიმე ავტომობილი გზიდან გადავარდა

გორ­თან მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 6 მგზავ­რი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა კლი­ნი­კა "გორ­მედ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს. და­შა­ვე­ბულ­თა­გან 4 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

"გორ­მე­დის" კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის ხა­თუ­ნა შრუ­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­ვსი­ვე პა­ცი­ენტს გა­ე­წია შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. იგეგ­მე­ბა ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის გა­დაყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში.

271892459-4892845684086918-7851748366473426795-n-69779-1642262684.jpg

აღ­ნიშ­ნუ­ლი ავა­რი­ის გარ­და, მო­ცუ­რე­ბის შე­დე­გად ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან იგო­ეთ­თან გა­და­ვარ­და, ორი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა კი ავ­ტო­ბა­ნის გორი-რუ­ი­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის იგო­ე­თი-ხა­შუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე.

ფო­ტოები­: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

ambebi.ge