ყაზახეთში, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობისას გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ყაზახეთში, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობისას გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა

ყაზახეთში, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობისას გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

"საგანგებო მდგომარეობის დროს 225 ადამიანის ცხედარი მორგებში გადაასვენეს, მათგან 19 სამართალდამცავი და სამხედრო პერსონალი იყო“, - განაცხადა ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა სერიკ შალაბაევმა.

"სხვები იყვნენ "შეიარაღებული ბანდიტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ თავდასხმებში", - დასძინა შალაბაევმა.

"სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეებიც გახდნენ ტერორისტული აქტების მსხვერპლი", -აღნიშნა პროკურორმა.

გენერალური პროკურატურა დაახლოებით 550 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. საავადმყოფოში მკურნალობის ქვეშ 2 600 ადამიანი იმყოფება, მათგან 67-ის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ყაზახეთის ხელისუფლებამ 164 ადამიანის დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. ყაზახეთში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

"ინტერპრესნიუსი"