"ბუსტერის შემდეგ 6400 ანტისხეულის ფონზე, მაინც შემხვდა "ომიკრონის" შტამი, მაგრამ ჩემმა ამდენმა ანტისხეულმა შეაკავა ვირუსი და არ გადაედო ჩემს რამდენიმე ახლობელს" - კვირის პალიტრა

"ბუსტერის შემდეგ 6400 ანტისხეულის ფონზე, მაინც შემხვდა "ომიკრონის" შტამი, მაგრამ ჩემმა ამდენმა ანტისხეულმა შეაკავა ვირუსი და არ გადაედო ჩემს რამდენიმე ახლობელს"

ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი "ომიკრონით" არის ინფიცირებული.

ფანგანი სოციალურ ქსელშi წერს, რომ არ იცის ვირუსი ვისგან გადაედო.

ჩემს ტელეფონზე არ წყდება ზარები, სმს-ები და ყველა ქსელში შეტყობინებები. დიდი მადლობა, ყველას, მოკითხვისთვის მოკლედ მოვყვები ჩემს კოვიდ მდგომარეობას, ვიცი გაინტერესებთ. პირველ რიგში, ძალიან კარგად ვარ. მოკლედ, ბუსტერის შემდეგ 6400 ანტისხეულის ფონზე, მაინც შემხვდა "ომიკრონის" შტამი (რომელიც ვერ აღიქვამს ამ რაოდენობებს), მაგრამ ჩემმა ამდენმა ანტისხეულმა ჩემში შეაკავა ვირუსი და არ გადაედო ჩემს რამდენიმე ახლობელს ადამიანს, რომლებთანაც სიმპტომის გამოვლენამდე რანდენიმე სააათით ადრე მქონდა ძალიან ახლო კავშირი (ბუნებრივია, ისინიც აცრილები). არა და, ომიკრონის შტამი საშიშად გადამდებია. აცრა იცავს ...ჩემი სავარაუდო ინფიცირების დღეს არც არავისთვის მიკოცნია, არც ჩავხუტებივარ და ა.შ. ანუ არ ვიცი ვისგან გადამედო. რამდენიმეს ერთად დაგვეწყო სიმპტომები, სხვები კარგად არიან სავარაუდოდ, გადაგვდო უცნობმა აუცრელმა. დღეს მეექვსე დღეა, თავს ვგრძნობ ფანტასტიურად უკვე რამდენიმე დღეა. პირველი ორი დღე მტკიოდა ყელი (რაც სულ მტკივა) და ცოტა ხმა დამიბოხდა. გავიკეთე სისხლის ყველა საჭირო ანალიზი, ყველაფერი წესრიგში მაქვს.ვარ ჯანზეც კარგ განწყობაზეც. სახლში გავდივარ საშუალოდ 5500 ნაბიჯს, ვიღებ 2-3 ლიტრ სითხეს და ვაქტიურობ. ყელის ტკივილის პირველივე დღეს გავიკეთე პსრ ტესტი (რადგან იზოლაციაში გავსულიყავი თუ რამეა) და გამიმართლა, რომ იმ დღესვე დამიდასტურდა.ზოგიერთ ჩემს მეგობარს რამდენიმე დღე არ უდასტურდებოდა. "ომიკრონი" ცხვირ-ხახაში კარგად არ ჩანს, ამიტომ არ მოდუნდეთ და ფრთხილად იყავით.მოკლედ, მეგობრებო, გაიკეთეთ აცრა, პირველივე სიმპტომზე დაიტესტეთ და იზოლირდით პასუხის მოსვლამდე.თან იზოლაციის წესები შეიცვალა და ბევრად გამარტივდა. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. მერვე დღეს ისევ დავიტესტები და მოგახსენებთ", -წერს ფანგანი.