"ყოფილი ქმარი, დღეს ორ­ჯერ მო­ქან­და. დედა ამ­ბობს, რომ გა­ზით არ იქ­ნე­ბო­და გა­გუ­დუ­ლი" - რას ჰყვება ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი - კვირის პალიტრა

"ყოფილი ქმარი, დღეს ორ­ჯერ მო­ქან­და. დედა ამ­ბობს, რომ გა­ზით არ იქ­ნე­ბო­და გა­გუ­დუ­ლი" - რას ჰყვება ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი

ლა­გო­დეხ­ში გუ­შინ 37 წლის ქალი, ნონა ჭა­ბაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ის უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ის ყო­ფილ­მა ქმარ­მა მოკ­ლა, ხოლო შემ­დეგ კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბუ­ნებ­რი­ვი აირი გა­უშ­ვა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, ყო­ფი­ლი ქმა­რი ქალს ხში­რად ემუქ­რე­ბო­და:

"მუ­ქა­რე­ბიც იყო (ყო­ფი­ლი ქმრის­გან) და სა­ერ­თოდ ეს ბიჭი ნარ­კო­ტი­კებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ცოტა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლე­ბი ჰქონ­და. ეგე­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან აუ­რია და ეს ერთი წე­ლი­წა­დია გა­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ქალი ლა­გო­დეხ­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში თა­ვის სამ შვილ­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ადრე შე­მა­კა­ვე­ბე­ლიც ჰქონ­და ამ ბიჭს იმი­ტომ, რომ პა­ტა­რა ბიჭი ბა­ღი­დან გა­იყ­ვა­ნა და მერე თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნა.

მერე ისევ რა­ღაც­ნა­ი­რად ცი­ვი­ლუ­რად ურ­თი­ერ­თობ­დნენ, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და, მაგ­რამ აქ არ მო­დი­ო­და ხოლ­მე.

აი მაგ დღეს ორ­ჯერ მო­ქან­და და ძა­ლი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. დედა ამ­ბობს, რომ გა­ზით არ იქ­ნე­ბო­და გა­გუ­დუ­ლი, იმი­ტომ რომ ჯერ ერთი, სარ­კმე­ლი იყო ღია, მერე გა­ზ­ქუ­რის გვერ­დზე თუ­თი­ყუ­შე­ბის გა­ლია იყო და თუ­თი­ყუ­შე­ბი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ.და ეს რატო და­ი­ღუ­პე­ბო­და?!" - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი. იხილეთ სრულად