ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი სცემეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი სცემეს

ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი სცემეს. ინფორმაციას თავად დაზარალებული ავრცელებს. მისი თქმით, დაპირისპირება ერთ-ერთი კვების ობიექტში პირსინგის გამო დაიწყო. მოგვიანებით კი უცნობი მამაკაცი ტურისტს ქუჩაში დახვდა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბრიტანეთის მოქალაქე მომხდარზე კამერებთან ჯერჯერობით არ საუბრობს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამართალდამცავებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები ქალაქში ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.