ფონიჭალაში პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
ფონიჭალაში პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელი მომხდარის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მასსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მაღაზიის რიგში, ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაეწია.
"ინტერპრესნიუსი"