"რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს" - რას აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის კრიზისზე? - კვირის პალიტრა

"რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს" - რას აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის კრიზისზე?

რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის რეალისტური სცენარი.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია. რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა გადახედოს სიტუაციას მთელ მსოფლიოში და საკუთარი მდგომარეობას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი პოლიტიკის ისტორიიდან უნდა წაიშალოს.

"ეს ყველაფერი არ გამოვა მსჯელობით: „დავიკავებ მიწებს და ადგილებს, მათ წავიღებ“, - აღნიშნა მან.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საკითხის განხილვის აუცილებლობას.

"ინტერპრესნიუსი"