რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა სამი არასრულწლოვანი - კვირის პალიტრა

რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა სამი არასრულწლოვანი

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა სამი არასრულწლოვანი, ასევე ორივე ავტომობილის მძღოლი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"ინტერპრესნიუსი"