"ჩემს ეპარქიაში რაღაცა სივრცე შემიძლია გამოვყო, რომ შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი" - მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიმართავს - კვირის პალიტრა

"ჩემს ეპარქიაში რაღაცა სივრცე შემიძლია გამოვყო, რომ შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი" - მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიმართავს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი საქართველოს მთავრობას მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკუთარ ეპარქიაში გადაყვანს სთავაზობს.

"მინდა ხელისუფლებას მივმართო. მე მაგალითად პირადადაც კი თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში რაღაცა სივრცე შემიძლია გამოვყო, რომელსაც ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

წყარო