"ყველაფერი არის ტყუილი: არც სააკაშვილი ყოფილა ევროკავშირის ფოკუსში... არც მის წერილს გამოუწვევია სკანდალი" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"ყველაფერი არის ტყუილი: არც სააკაშვილი ყოფილა ევროკავშირის ფოკუსში... არც მის წერილს გამოუწვევია სკანდალი" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­არ­ხე­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“სააკაშვილის საქმე ევროკავშირის ფოკუსში”

“დღის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი - სა­ა­კაშ­ვი­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს პა­სუ­ხობს”

“გა­დამ­წყვე­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მზად­დე­ბა”.

ეს არის ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­მე­დი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რე­ბის ჰედ­ლა­ი­ნე­ბი (არ­ხე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას აზრი არ აქვს, ისე მუ­შა­ო­ბენ, თით­ქოს ერთი ხე­ლით იმარ­თე­ბი­ან). ყვე­ლა­ფე­რი არის ტყუ­ი­ლი: არც სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა ევ­რო­კავ­ში­რის ფო­კუს­ში (ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს ჰკი­თხეს და უპა­სუ­ხა ვაკ­ვირ­დე­ბით ყუ­რა­დღე­ბი­თო);

არც გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბის წინ ვართ;

არც სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილს გა­მო­უწ­ვე­ვია სკან­და­ლი. მე არ ვსა­უბ­რობ ტე­ლე­ი­მედ­ზე და "პოს­ტი­ვი­ზე", მე ახლა ვსა­უბ­რობ ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებ­ზე.

მი­თხა­რით, რა­ტომ უნდა ჰქონ­დეთ გო­ნი­ერ ადა­მი­ა­ნებს ასე­თი პრო­ცე­სის ნდო­ბა? როცა თავ­მოყ­ვა­რე, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებს და ხე­დავს, რომ მის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და მო­ტყუ­ე­ბას ცდი­ლობ, რა­ტომ გენ­დო­ბა? შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც მო­ა­ტყუო, მაგ­რამ ყვე­ლას ვერ ატყუ­ებ და სტა­ტუს კვო რჩე­ბა", - წერს თამარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.