"მთელი თვე ვწერდი სასიყვარულო მესიჯებს...“ - რა ისტორია გაიხსენა თამრიკო ჭოხონელიძემ?
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელძემ გადაცემა "ქალებში" სასაცილო ისტორია გაიხსენა:
"ჩემი შვილები არიან პატარები და დაბადების დღეზე აჩუქეს მობილურები...ბავშვებმა მითხრეს, დედა, სირცხვილია, შენ რომ მესიჯის წერა არ იციო და კოკა მიხნსნის რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა გადავუგზავნo მას და მარიამს სმს-ები. ახლა პარალელურად რა ხდება, ერთი ბიჭია ახალგაზრდა თურმე, რომელსაც უნდა, ჩემთან დუეტის ჩაწერა ძალიან. გამაცნეს ეს ბიჭი და ვუთხარი, სადღაც ერთი 20 დღე ვერ მოვიცლი-თქო და შენი ნომერი მომეცი, ჩამაწერინე და დაგირეკავ-თქო...
სკოლიდან ბავშვები მწერენ, დე, იცი, როგორ მიყვარხარ, მეც ვაჩერებ მანქანას და ვწერ, მეც ძალიან მიყვარხარ. გრძელდება... იცი როგორ მენატრები? - ვპასუხებ, მეც ძალიან მენატრები. ასე ვაგზავნე სმს-ები და ერთ დღეს სახლში ვსხედვართ დაკოკა მეუბნება, აი, შენ ვერასდროს ვერ ისწავლი მესიჯის წერასო და მე ვუთხარი რატომ-თქო? - იმიტომ, რომ არ ვარჯიშობო, მე და მარიამი სულ გიგზავნით მესიჯებსო და რა მეთქი? - აი, ნახეთ, თუ არ გიგზავნით-მეთქი და მივეცი ტელეფონი და კოკოს სახე, ვაიმე მარიამ, შეხედე ვის წერს თურმე... მთელი თვე ვწერდი სასიყვარულო მესიჯებს... იმას არ ჩაუწერია ჩემი ნომერი, რადგან ჩემს დარეკვას ელოდა. ფილარმონიაში კონცერტი გვაქვს და დავინახე ეს ბიჭი და ვიფიქრე, უნდა მივიდე და ვუთხრა ყელაფერი, მგონია, რომ აქვს ჩაწერილი ნომერი, თორემ არ ვეტყოდი რა თქმა უნდა...ბევრნი ვდგავართ და ვუთხარი, შენთან რაღაც მაქვს სათქმელი-თქო, ისეთი მორიდებული ბიჭი იყო, ერთ-ერთ ანსამბლში მღეროდა... ვეუბნები ჩემი შვილები მესიჯის წერას მასწავლიან და შენთან... და უცებ მაწყვეტინებს 52, 53 თქენია? ვაპირებდი წასვლას და გარკვევასო", - მოჰყვა თამრიკო ჭოხონელიძემ.