"7 თვი­ა­ნი პოს­ტკო­ვი­დუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ ზუ­რამ მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა... მისი მე­უღ­ლეც ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა" - კვირის პალიტრა

"7 თვი­ა­ნი პოს­ტკო­ვი­დუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ ზუ­რამ მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა... მისი მე­უღ­ლეც ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა"

"7 თვი­ა­ნი პოს­ტკო­ვი­დუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ ზუ­რამ მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა... მისი მე­უღ­ლეც ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა" - მსა­ხი­ო­ბი ზუ­რაბ ლო­მი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა

თე­ლა­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ზუ­რაბ ლო­მი­ძე პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლო­მი­ძეს და მის მე­უღ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უდ­გინ­დათ. მისი მე­უღ­ლე ვირუსს ემსხვერ­პლა, თა­ვად ლო­მი­ძე კი კო­მი­დან 4 თვის შემ­დეგ გა­მო­ვი­და. ამის შემ­დეგ მიდი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ გარ­თულ­და და მსა­ხი­ო­ბი სა­წოლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. მისი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის დიდი თან­ხე­ბი იყო სა­ჭი­რო, რის გამო მსა­ხი­ო­ბის მე­გობ­რე­ბი მის­თვის თან­ხა­საც აგ­რო­ვებ­დნენ.

"ზუ­რი­კო, ვუ­სამ­ძიმ­რებ თე­ლა­ვის თე­ატრს, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს. ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი, კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, ზურა ლო­მი­ძე" - წერს პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.