რუსუდან კიკნაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა...
თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა:
"სამწუხაროდ ქართული კინოს ულამაზესი მსახიობი რუსუდან კიკნაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა..."
მსახიობი რუსუდან კიკნაძე 1946 წლის 7 მარტს დაიბადა, 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი"(მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და სხვა. იგი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.