ჩეხი მომღერალი კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო" - კვირის პალიტრა

ჩეხი მომღერალი კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"

ჩეხი მომ­ღე­რა­ლი, 57 წლის ჰანა ჰორ­კა, რო­მე­ლიც არ იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი, ვირუ­სით გან­ზრახ და­ინ­ფი­ცირ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც BBC-ი წერს, ჰა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ გა­მომ­ჯო­ბი­ნე­ბის გზას ადგა, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან ორ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჰა­ნას ვაჟი, იან რეკი ამ­ბობს, რომ ჰანა სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ინ­ფი­ცირ­და, რათა მწვა­ნე პას­პორ­ტი მი­ე­ღო და სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე შეძ­ლე­ბო­და შეს­ვლა.ჰა­ნას შვი­ლი და ქმა­რი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­შო­ბაო პე­რი­ოდ­ში და­ინ­ფი­ცირ­დნენ, ჰა­ნამ კი გა­და­წყვი­ტა, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ და­ეც­ვა დის­ტან­ცია, რათა კო­ვი­დი მა­საც შეხ­ვედ­რო­და.

ჰანა ჰორ­კა იყო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ჩე­ხუ­რი ფოლკ­ლო­რუ­ლი ჯგუ­ფის, ასო­ნან­სის წევ­რი.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე "ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით ჩან­და, რომ მომ­ღე­რა­ლი ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი:

"ახლა უკვე თე­ატ­რშიც წა­ვალ, სა­უ­ნა­შიც და კონ­ცერ­ტზეც“, - წერ­და მომ­ღე­რა­ლი.

"კვი­რა დი­ლით ის უკვე კარ­გად იყო და სა­სე­ირ­ნო­დაც გა­ვი­და, მაგ­რამ წელი ას­ტკივ­და, ამი­ტომ შინ დაბ­რუნ­და და თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში წა­მოწ­ვა. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, ის ძილ­ში გა­ი­გუ­და". იხილეთ სრულად