როგორ გრძნობს თავს პაციენტის მიერ დაჭრილი ექთანი? - უმძიმესი ფაქტი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში
21 დეკემბერს, თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ რეგიონალურ კოვიდცენტრში საკმაოდ მძიმე შემთხვევა მოხდა. პაციენტმა შემოვლაზე მყოფი მორიგე ექთანი ყელისა და ლოყის არეში დაჭრა.
მედიაცენტშრი დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მომხდარის შესახებ, ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავჯდომარემ სალომე ლოლუამ ისაუბრა.
კოვიდკლინიკაში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა, დილის ხუთ საათზე შემოვლაზე მყოფმა ექთანმა შეამჩნია რომ ერთ-ერთი პაციენტი წუხდა, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგვაბის ნიღაბი, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი და დანა ყელის მიდამოსკენ დაარტყა.
პაციენტმა ექთანს ორი ჭრილობა მიაყენა, ერთ-ერთი ლოყის არეში, რომელზეც დასჭირდა 7 ნაკერი, დაუზიანდა სანერწყვე ჯირკვალი და ექთანს საკმაოდ რთული რეაბილიტაცია დასჭირდა. მეორე ჭრილობა კი მიაყენა ყელის არეში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო