"მიყვარხარ!.." - როგორ მიულოცა თეა წულუკიანს დაბადების დღე მეუღლემ? - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ!.." - როგორ მიულოცა თეა წულუკიანს დაბადების დღე მეუღლემ?

დღეს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იუ­ბი­ლა­რია. მას და­ბა­დე­ბის დღე მუღ­ლემ ნუგო კა­კუ­ლი­ამ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ასე მი­უ­ლო­ცა:

"მიყ­ვარ­ხარ! და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი მინ­და რომ იყო, გი­ლო­ცავ!"

გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს პოს­ტში" გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა მე­უღ­ლე­ზე.

"ჩემი მე­უღ­ლე ნუგო ჩემ­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და ის არის ერთ-ერთი, ვის­შიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­მარ­თლა. ყვე­ლა მა­მა­კაცს მა­ინც თა­ვი­სი მე­უღ­ლე ურ­ჩევ­ნია უფრო მე­ტად შინ იყოს, ვიდ­რე გა­რეთ. ეს ალ­ბათ ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­ტა­ნო, რა­საც ნუგო იტანს, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამას ვა­ღი­ა­რებ. ძა­ლი­ან ხში­რად ვარ ოჯა­ხის გა­რეთ. ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, კრი­ტი­კა, უხამ­სი შე­ნიშ­ვნა ის­მის ჩემი მი­სა­მარ­თით და არა­ვინ არის ყრუ. გვეს­მის, ვხე­დავთ და ვკი­თხუ­ლობთ. ის, რომ ეს ჩემ­ზე არა­ვი­თარ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს, არ ნიშ­ნავს, რომ სხვა­ზეც, ჩემ ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც არ მოქ­მე­დებს. მას მარ­თლაც ტაშს ვუკ­რავ, იმი­ტომ, რომ ამი­სი ატა­ნა არ არის ად­ვი­ლი. დიახ, მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ის ამ ყვე­ლა­ფერს იტანს და არის ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე და მამა. იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია და დას­რულ­დე­ბა, ჩვენ ვიქ­ნე­ბით ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი.

ნუგო ძლი­ე­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მას აქვს რა­ღაც­ნა­ი­რი რწმე­ნა, რომ რა საქ­მეც კეთ­დე­ბა, ეს არის კარ­გი. თა­ვად ჩემი მე­უღ­ლეც მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2012 წლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დიდ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და ამ ბრძო­ლა­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ალ­ბათ, ეს ფუნ­და­მენ­ტი გვი­წყობს ხელს, რომ თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ მკაცრ რე­ა­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

წყვილს ერთი ქა­ლი­ში­ლი ჰყავს. (წყარო)