ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.