ბასილაშვილ-დოროყაშვილის დაპირისპირების ახალი დეტალები - "შენნაირი მოტყლარჭული ქალი მე არ მინახია, რა მოდელობას აპირებ, არ ვიცი...მოგწონს შენი თავი?" - კვირის პალიტრა

ბასილაშვილ-დოროყაშვილის დაპირისპირების ახალი დეტალები - "შენნაირი მოტყლარჭული ქალი მე არ მინახია, რა მოდელობას აპირებ, არ ვიცი...მოგწონს შენი თავი?"

"ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი“ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის და­ვის საქ­მე­ში არ­სე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებს ასა­ჯა­რო­ებს, სა­დაც "შა­ბა­თის ეთე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის დი­ა­ლო­გი ის­მის.

ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი: შენ ღირ­სე­ბა დიდი ხა­ნია და­კარ­გუ­ლი გაქვს უკვე, ჩემს კარ­ტა­ზე, რომ მო­გიგ­დე იმ დღეს... აიღე და ორ­ჯერ და­ას­პონ­სო­რე, 500 დო­ლა­რი გა­მო­ვი­და სულ ჯამ­ში, შენ არა­ნა­ი­რი ღირ­სე­ბა, არა­ფე­რი არ გა­გაჩ­ნია.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი: და­გიბ­რუ­ნებ, ნიკა. რა­ხან შენი კარ­ტი­დან და­ვას­პონ­სო­რე, მა­გი­ტომ არ გა­მაჩ­ნია ღირ­სე­ბა?“

ნეკა: ვთვლი, რომ ახალ­გზარ­და ვარ, რატო უნდა ვიჯ­დე სახ­ლში, როცა ბევ­რი პერ­სპექ­ტი­ვა მაქვს, რატო უნდა ვიჯ­დე ხო? შენ ხო არ ზი­ხარ სახ­ლში ხო? შენ ხო შენს საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ?!

ნიკა: მა­გას ჯო­ბია, კი­დევ გა­აგ­რძე­ლო სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა. ვღა­და­ობ შენ­ზე იმი­ტომ, რომ შენ­ნა­ი­რი მო­ტყლარ­ჭუ­ლი ქალი მე არ მი­ნა­ხია, რა მო­დე­ლო­ბას აპი­რებ არ ვიცი... პა­ხო­დუ, სა­ხის კანი გაქვს ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ...

ნეკა: არ მგო­ნია გა­წუ­ხებ­დეს ჩემი მო­ტყლარ­წუ­ლი ტანი

ნიკა: შენ რა გგო­ნია, მა­წუ­ხებს? მთე­ლი შენი ცხოვ­რე­ბა მა­გას ამ­ბობ­დი, ის მინ­და გავ­ხდე, ეს მინ­და გავ­ხდეო და მა­გის­თვის არა­ფერს არ აკე­თებ­დი.

ნეკა: იმი­ტომ არა­ფერს არ ვა­კე­თებ­დი, რომ მე ჩემი ოჯა­ხი ვარ­ჩიე ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ნიკა: შენ რომ სარ­კე­ში იხე­დე­ბი, მოგ­წონს შენი თავი?

ნეკა: შენ რა გინ­და ჩემს გა­რეგ­ნო­ბას­თან, რა­ტომ ჩხუ­ბობ? ჩემს გა­რეგ­ნო­ბას­თან რა გინ­და ნიკა? შენ ხომ კარ­გად გრძნობ თავს ასე, მეც კარ­გად ვგრძნობ თავს ასე.

ამას­თან, "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასა­ჩივ­რებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სპორ­ტსმენ­მა შვილს, ალი­მენ­ტი - თვე­ში 3600 ლარი უნდა გა­და­უ­ხა­დოს.

"თან­ხას ის მუდ­მი­ვად იხ­დი­და, ბავ­შვი არის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. არა­ერ­თხელ არის ეს სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენც იცით. გა­და­ცე­მუ­ლი აქვთ გარ­და ამი­სა, კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­თვი­უ­რად 3000 დო­ლა­რი შე­დით. თქვენ­ში ეჭვს იწ­ვევს ის სა­კი­თხი, რომ ნიკა ალი­მენტს იხ­დის და ბავ­შვს უზ­რუნ­ველ­ყოფს? გულ­წრფე­ლად, რო­გორც ადა­მი­ა­ნი ისე გე­კი­თხე­ბით, თქვენ გჯე­რათ, რომ ნიკა ალი­მენტს არ იხ­დის? თუკი ნე­კას უნდა ეს, რომ მისი სა­ხე­ლი მუდ­მი­ვად ტრი­ა­ლებ­დეს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გვერ­დით, ეს უკვე მისი საქ­მეა" - ამ­ბობს "ტვ პირ­ველ­თან" ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ირმა ჭკა­დუა.

ცნო­ბის­თვის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს.პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, 21 მა­ისს თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სა­მარ­თლომ სპორ­ტსმენს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად გი­რაო 24 მა­ისს შე­უ­ფარ­და. ჩოგ­ბურ­თე­ლი კი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან ასი ათა­სი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.