ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ლოსაბერიძე დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს ლეყერეთში (იმერეთში). იგი პირველი და ერთადერთი საბჭოთა მშვილდოსანია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიგო.1970 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 2002-2005 წლებში ქეთევან ლოსაბერიძე საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით და ხალხთა მეგობრობის ორდენით.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები