"მოდელმა ვენსანი ვერ იცნო, არც კასელმა იცოდა, რომ მის წინ ახალი სიყვარული იდგა" - კვირის პალიტრა

"მოდელმა ვენსანი ვერ იცნო, არც კასელმა იცოდა, რომ მის წინ ახალი სიყვარული იდგა"

მათი ჰოლივუდური სიყვარულის ამბავი ზაფხულში დაიწყო, როდესაც ფრანგმა მსახიობმა მოულოდნელად აფრო-ამერიკული წარმოშობის, მომხიბვლელი და ეშხით სავსე ხუჭუჭა გოგონა შენიშნა. 55 წლის ვენსან კასელი და 24 წლის მოდელი ტინა კუნაკი უკვე რამდენიმე წელია, ყველას უმტკიცებენ, რომ სიყვარულისთვის ასაკი არაფერს ნიშნავს და მათ შორის 30-წლიანი სხვაობაც კი ვერ აღმოჩნდა გრძნობების, ვნებისა და ლტოლვის შემაკავებელი.

რომანტიკული წყვილი ჰოლივუდის ცნობილმა პაპარაცებმა 2015 წელს დააფიქსირეს, როდესაც კასელი იბიცას სანაპიროზე ჯერ კიდევ უცნობ გოგონასთან ერთად სეირნობდა. ვენსანი ამბობს, რომ თავიდან ცოტათი გაოგნდა, როდესაც ტინამ ასაკი გაუმხილა და ისიც უთხრა, რომ მისი მამა და კასელი ტოლები იყვნენ.

ასე, სანაპიროზე, ქვიშასა და საცურაო კოსტიუმებში დაიწყო ფრანგი მსახიობისა და ახალგაზრდა მოდელის სასიყვარულო ამბავი. ტინას თქმით, მოდელმა ვენსანი ვერ იცნო, არ იცოდა რომ იბიცას სანაპიროზე ცნობილ ფრანგ მსახიობს ესაუბრებოდა, არც კასელმა იცოდა, რომ მის წინ ახალი სიყვარული იდგა.

„ორ ადამიანს, რომელიც ერთდროულად აღმოჩნდა ერთსა და იმავე ადგილას, ერთმანეთი მიმზიდველად მოეჩვენა. ეს იყო ერთ-ერთი მშვენიერი რამ ჩვენს ცხოვრებაში“, - იხსენებს ტინა კუნაკი.

უეცარი გაცნობა რამდენიმე წელიწადში ქორწინებაში, ოჯახსა და ერთიანობაში გადაიზარდა.

fotooo-1643031559.jpg

„როდესაც ვენსანმა მკითხა, ცოლად გავყვებოდი თუ არა, პასუხს არც დალოდებია, თითქოს, გამაფრთხილა, რომ ცოლად უნდა მოვეყვანე. დავიბენი, ამ თემაზე მანამდე არასდროს გვისაუბრია“, - ამბობს ტინა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ვენსანისთვის ეს მეორე ქორწინება უნდა ყოფილიყო, ფრანგი მსახიობი წლების წინ მონიკა ბელუჩის მეუღლე იყო. 2013 წელს წყვილი დაშორდა, 2015-ში კი ტინას და კასელის დაუვიწყარი რომანი დაიწყო.

„მეჩვენებოდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მქონდა გაკეთებული. ქორწინებაში ვიყავი, ორი შვილი გავზარდე და ცხოვრების იმ ეტაპზე ვისვენებდი, კარიერითა და ყოველი დღით ვტკბებოდი. მალევე მარტოობა მომბეზრდა, თავი ცარიელად ვიგრძენი, არც კი ველოდი ვინმესთან შეხვედრას და ტინას გაცნობა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაშინ ვიფიქრე - ღმერთო, ეს გოგო ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა-მეთქი“, - აღიარა ვენსანმა გაცნობიდან რამდენიმე წელში.

როდესაც მსახიობი იბიციდან დაბრუნდა, პაპარაცებმა კასელი და კუნაკი კიდევ გამოიჭირეს, ამან კი ვენსანის ფანების არმია გააბრაზა. სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტები იდებოდა, სადაც ტინას კასელისა და ბელუჩის დაშორებას აბრალებდნენ, ვენსანს კი 30-წლიანი სხვაობის გამო დასცინოდნენ. თუმცა არავის გახსენებია, რომ ჰოლივუდში ასობით ისეთი წყვილია, რომელთა შორის ასაკობივი სხვაობა ძალიან დიდია და არც ვენსანი და ტინა არიან პირველები.

kaselll-1643031423.jpg

პაპარაცების ფოტოების შემდეგ მსახიობმა სასიყვარულო რომანის დამალვა აღარ მოისურვა და ჯერ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგ კი "ვიქტორიას სეკრეტის" შოუზე ტინასთან ერთად გამოჩნდა, ამას მოჰყვა სხვა რომანტიკული ფოტოები სოციალურ ქსელში და ჰოლივუდმა ახალი წყვილი გაიცნო.

2018 წლის 24 აგვისტოს, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, ფრანგი მსახიობი ახალგაზრდა მოდელზე დაინიშნა. წყვილი თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი. ტინას ულამაზესი საქორწინო კაბა თვეების განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში ტრიალებდა. წყვილის ქორწილი საფრანგეთში გაიმართა, დახურულ ცერემონიას მხოლოდ ახლობლები დაესწრნენ, წყვილმა კი ფოტოები მოგვიანებით გაასაჯაროვა და თავისი ბედნიერება ხალხს მცირედით გაუზიარა.

kunakiii-1643031373.jpg

დაოჯახებიდან თვეების შემდეგ, კვლავ პაპარაცების დახმარებით, მედიაში ხმა გავარდა, რომ კასელი კიდევ ერთი შვილის მამა გახდებოდა. ამ ამბის დამალვა არც ვენსანს და არც ტინას გამოუვიდათ, წყვილმა ორსულობა დაადასტურა და 2019 წლის ბოლოს ტინას პირველი შვილი შეეძინა. მსახიობმა და მოდელმა შვილს ამაზონი დაარქვეს.

უკვე დიდი დრო გავიდა, თითქოს ხალხს კასელისა და ბელუჩის სიყვარულის ამბავი უნდა დავიწყებოდა, თუმცა არა, ჰოლივუდი სიყვარულს რთულად ივიწყებს. ტაბლოიდები ჯერ კიდევ წერენ ვენსანისა და მონიკას დაშორებაზე და სადღაც მცირედით ტინასაც სდებენ ბრალს. ფაქტები სხვა რამეს ამბობს. იტალიელმა მსახიობმა ურთიერთობის დასრულება 2013 წელს მოინდომა, კასელი ბელუჩის ამ წელს ოფიციალურად დაშორდა, დაშორებიდან თვეების შემდეგ კასელი ბრაზილიაში წავიდა და ორი წლის შემდეგ ტინა გაიცნო.

5cba20892a0000aa0c4f92d3-1643031770.jpeg

ერთ-ერთ ინტერვიუში ტინამ სიყვარულზე ისაუბრა, ბედნიერი მომენტების გაზიარება სიყვარულის გამოხატულებად ახსნა და თქვა, რომ ვენსანი მის ცხოვრებაში საჩუქარია, რომელზეც ვერასდროს იოცნებებდა.

„მე მიყვარს საინტერესო მომენტების გადაღება, შენახვა, იმ მომენტების, რომლებიც აღარასდროს განმეორდება. ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში მეგობრებს ვუზიარებ, მათ ჩემს ბედნიერებასა და სიყვარულზე ფოტოებით ვუყვები“ - თქვა ტინამ.

ამ ინტერვიუდან მეორე დღეს კასელმა ტინასთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო გააზიარა და თან სასიყვარულო ტექსტი დაურთო...

„ეს ცხოვრება თავიდან ბოლომდე ცეკვაა, ბედნიერი ვარ და მხოლოდ ღმერთს ესმის ჩემი სიხარული. შენში ყველაფერს ვხედავ, რაც მინდა“, - დაწერა ვენსანმა ტინაზე.

„ჩემი“ - მოკლედ და ლაკონიურად უპასუხა ტინამ. ჰოლივუდში ამბობენ, რომ მათი რომანტიკული ურთიერთობა ეს-ესაა დაიწყო და არავინ იცის, წინ რამდენი დაუვიწყარი მომენტი ელოდებათ.

ფოტოები სანაპიროდან, ტინასთვის მიძღვნილი სიმღერები და ცეცხლი წყვილის თვალებში გვაჩვენებს, რომ ვენსან კასელს 24 წლის ახალგაზრდა მოდელი გაგიჟებით უყვარს.

(სპეციალურად საიტისთვის)