ბრიტანეთი მზად არის განათავსოს ჯარები ნატოს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება - კვირის პალიტრა

ბრიტანეთი მზად არის განათავსოს ჯარები ნატოს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ბრიტანეთი მზად არის განათავსოს ჯარები ნატოს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მან ასევე გააფრთხილა რუსეთი, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდება უკრაინაში წინააღმდეგობას და "ბევრ რუს დედას შვილი სახლში არ დაუბრუნდება".

მან ასევე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები რუსეთს უპასუხებენ სწრაფად და "ერთიანად" "მკაცრი" ეკონომიკური სანქციებით.

შეგახსენებთ, პენტაგონში გუშინ განაცხადეს, რომ 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით. ასევე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს ნატოც.

თავის მხრივ, რუსეთმა, რომელიც უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს, საზღვარზე ჯარები განათავსა. საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

"ინტერპრესნიუსი"