როგორ ცხოვრობენ დღეს ასლან აბაშიძის ქალ-ვაჟი?
სალომე ბაჯელიძესა და გიორგი აბაშიძეს 1 ოქტომბერს მესამე შვილი ლუკა აბაშიძე შეეძინათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ვაჟი წლების წინ ძალიან პოპულარული გახლდათ. მათ ოჯახზე ყოველკვირეულად იბეჭდებოდა სტატიები.

საყვარელი ადამიანების გამო დაგროვილ სტრესს ახალდაქორწინებულებმა ვერ გაუძლეს და რვა თვეში დაშორდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ სალომე დედამთილის რჩეული იყო და მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. დაშორების მიუხედავად ყოფილი დედამთილის საფლავზე ქალი ხშირად დადიოდა. სალომეს ძალიან უყვარდა მამამთილი და მისივე თხოვნით, ბაბუთი მიმართავდა...
მომხდარის შემდეგ წყვილს შერიგება არ უცდიათ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდნენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძემ ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოსკოვში ცხოვრობდა გიორგი აბაშიძეც, რომელსაც იქ ახალი რჩეული ჰყავდა, თუმცა არ დაოჯახებულა. თერთმეტწლიანი დაშორების შემდეგ, სალომე და გიორგი შერიგდნენ და ხელი 2015 წელს ბათუმში მოაწერეს.
მალე წყვილს ტყუპი გოგონა შეეძინათ, რამდენიმე თვის წინ კი ვაჟი. სალომე ბაჯელიძე ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ წყვილი ძალიან ბედნიერია. ისინი ბევრს მოგზაურობენ, ზრდიან შვილებს და ცხოვრობენ ბათუმში. იხილეთ სრულად