"რას იტყოდა კრისტობალი ჩემს ბალენსიაგაზე? ალბათ, თვალებს აატრიალებდა" - კვირის პალიტრა

"რას იტყოდა კრისტობალი ჩემს ბალენსიაგაზე? ალბათ, თვალებს აატრიალებდა"

წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია წერს, რომ ზაფხული ესპანეთში გაატარა და კრისტობალ ბალენსიაგას მშობლიური ქალაქი, გეტარიაც მოინახულა.

"ეს ზაფხული ესპანეთში გავატარე. კრისტობალ ბალენსიაგას მშობლიურ ქალაქში, გეტარიაშიც ვიყავი. მისი პირველი სალონი ვნახე და ადგილი, სადაც გაიზარდა. ჩემთვის ემოციური იყო." "რაც უფრო მეტს ვიგებ კრისტობალის შესახებ, მით უფრო ვხვდები, რამდენად ვგავართ ერთმანეთს. ბასკებისა და ქართველების კულტურა ბევრ რამეში არის მსგავსი." "ოფისში ბალენსიაგას დიდი პორტრეტი მიკიდია. როცა სამუშაოდ შევდივარ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მიყურებს. ცოტა მეშინია, მაგრამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.“ "მიჭირს ამის გადმოცემა, მაგრამ კრისტობალთან სიახლოვეს ვგრძნობ - ჩემთვის ძალიან პირადულია. მაგიდებს არ ვატრიალებ და თეფშებით მის სულს არ ვიძახებ, [იცინის] მაგრამ მასთან კავშირი მაქვს." "რას იტყოდა კრისტობალი ჩემს ბალენსიაგაზე? ალბათ, თვალებს აატრიალებდა," - წერს გვასალია.